• February

    11

    2025
  • 127
  • 0
დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

დუბაიში „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა

დუბაის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ღირსშესანიშნაობა, „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში კიდევ ერთხელ განათდა.

როგორც ქალაქ დუბაიდან საქართველოს პირველი არხის კორესპონდენტი იუწყება, „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში ამჯერად მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილე საქართველოს დელეგაციის საპატივსაცემოდ განათდა.

მსოფლიო მთავრობათა სამიტის მთავარი თემაა „მომავლის მთავრობების ჩამოყალიბება“ და მას 6 ათასზე მეტი დელეგატი ესწრება. სამიტში 30-ზე მეტი სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, 80-ზე მეტი საერთაშორისო ორგანიზაცია და 140 ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია მონაწილეობს. მსოფლიო მთავრობათა სამიტში მონაწილეობს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, რომელიც დუბაიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა.

ცნობისთვის, მანამდე „ბურჯ ხალიფა“ საქართველოს დროშის ფერებში განათდა მიმდინარე წლის 27 იანვარს. მაშინ მსოფლიოში ყველაზე მაღალი შენობის საქართველოს დროშის ფერებში განათება უკავშირდებოდა საქართველოში 6-მილიარდიანი ინვესტიციის განხორციელების შესახებ შეთანხმების გაფორმებას.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor