• December

    29

    2024
  • 82
  • 0
დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

დღეს პრეზიდენტის ინაუგურაცია გაიმართება

რამდენიმე საათში მოვლენების მთავარი ეპიცენტრი პარლამენტი იქნება, სადაც მიხეილ ყაველაშვილი საპრეზიდენტო ფიცს დადებს.

29 დეკემბერს საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს.

ღონისძიება 11:00 საათზე დაიწყება და დაახლოებით 40 წუთი გაგრძელდება.

პარლამენტის სხდომათა დარბაზში ბოლო მოსამსადებელი სამუშაოები მიმდინარეობს. ინაუგურაციას პარლამენტის თავჯდომარე წარმართავს.

ყაველაშვილის ფიცის დადებას დაესწრება: მმართველი გუნდი, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკისა და საპატრიარქოს წარმომადგენლები. მიწვეული არ არის დიპლომატიური კორპუსი.

ყაველაშვილი ფიცს სპეციალურად დაბეჭდილ კონსტიტუციის ეგზემპლარზე დადებს, რომელიც პარლამენტის ბიბლიოთეკაში დაიდებს ბინას და ყოველი მომდევნო პრეზიდენტის ინაუგურაციის დროს გამოიყენებენ.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor