
- By Keti Khomeriki
- In ბიზნესი
ეგვიპტელი მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა
ეგვიპტელი მილიარდერი მოჰამედ ალ-ფაიედი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ტელეკომპანია Sky News-ი იუწყება.
მილიარდერის ოჯახის ინფორმაციით, ალ-ფაიედი ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა. Sky News-ის ცნობით, ის ლონდონის ცენტრალურ მეჩეთში, რეჯენტ პარკში დაკრძალეს.
მოჰამედ ალ-ფაიედი იყო დოდი ალ-ფაიედის მამა, რომელიც 1997 წლის 31 აგვისტოს პარიზში, ალმას ხიდზე პრინცესა დიანასთან ერთად ავტოავარიაში დაიღუპა.
მილიარდერი შვილის სიკვდილში ბრიტანეთის სამეფო ოჯახს ადანაშაულებდა და ამტკიცებდა, რომ კატასტროფა მათ მოაწყეს.
მილიარდერი ინგლისური საფეხბურთო კლუბ „ფულემისა“ და ლონდონის უნივერმაღის, „ჰაროდსის“ მფლობელი იყო.




