• June

    2

    2025
  • 69
  • 0
ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით, 50,3 პროცენტით მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით, 50,3 პროცენტით მმართველი პარტიის კანდიდატი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს

ეგზიტპოლის თანახმად, პოლონეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში მინიმალური უპირატესობით მმართველი პარტიის კანდიდატი, ვარშავის მერი რაფალ ტშასკოვსკი იმარჯვებს. მას ხმათა 50,3 პროცენტი აქვს. Ipsos-ის მიერ ჩატარებული ეგზიტპოლის შედეგები საარჩევნო უბნების დახურვისთანავე გამოქვეყნდა.

მონაცემების თანახმად კაროლ ნავროცკის, რომელსაც მხარს უჭერს მემარჯვენე-კონსერვატიული პარტია „კანონი და სამართლიანობა“, ხმათა  49,7 პროცენტი აქვს.

როგორც მედია წერს, კანდიდატებს შორის განსხვავება იმდენად მცირეა, რომ დარწმუნებით ვერ ვიტყვით, ვინ გაიმარჯვებს საბოლოოდ.

ვარშავის მერმა, რაფალ ტშასკოვსკიმ ეგზიტპოლის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ არჩევნებში გამარჯვება გამოაცხადა.

„მე ავაშენებ. მე ნამდვილად ყველა პოლონელი ქალისა და კაცის პრეზიდენტი ვიქნები. მე თქვენი პრეზიდენტი ვიქნები. პოლონეთს დიდ, აყვავებულ ქვეყნად ვაქცევთ ყველასთვის. ამას გპირდებით. ამ ლოზუნგს ნამდვილად ღრმა მნიშვნელობა ჰქონდა – მთელი პოლონეთი გაიმარჯვებს და უკვე გაიმარჯვა“, – აღნიშნა ტშასკოვსკიმ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor