
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ეგზიტპოლის მიხედვით, ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული პარტია „დემოკრატები 66“ ლიდერობს
ეგზიტპოლის მიხედვით, ნიდერლანდების ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში პროევროპული პარტია „დემოკრატები 66“ (D66) ლიდერობს.
ეგზიტპოლის თანახმად, პარტია „დემოკრატები 66“ 150-კაციან პარლამენტში 27 ადგილს მოიპოვებს, ხოლო მემარჯვენე „თავისუფლების პარტია“ კი 25 ადგილს.
როგორც მედია წერს, ნიდერლანდებში ეგზიტპოლის შედეგების ცდომილების ალბათობა მხოლოდ სამ მანდატამდეა.
პარტია „დემოკრატები 66“-ის ლიდერი 38 წლის რობ იეტენია. მათი დაწინაურება მოულოდნელი აღმოჩნდა, რადგან ბოლო არჩევნებში აღნიშნულმა პარტიამ მეექვსე ადგილი დაიკავა, ხოლო გამოკითხვებში „თავისუფლების პარტია“ ლიდერობდა.
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ნიდრელანდებში დაინიშნა მას შემდეგ, რაც „თავისუფლების პარტიამ“ მმართველი კოალიციიდან გასვლის შესახებ განაცხადა და სამთავრობო კოალიცია დაიშალა. პარტიებს 150-ადგილიან პარლამენტში უმრავლესობისთვის 76 ადგილი სჭირდებათ. წინასწარი მონაცემების მიხედვით, აბსოლუტურ უმრავლესობას ვერცერთი პარტია მოიპოვებს, ამიტომ აუცილებელი იქნება კოალიციის შექმნა.





