• October

    9

    2023
  • 80
  • 0
ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო მინისტრები ისრაელის საკითხზე ხვალ საგანგებო შეხვედრას გამართავენ

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები 10 ოქტომბერს, შეხვედრას გამართავენ და ისრაელში არსებული სიტუაციას განიხილავენ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში წერს.

„ხვალ მოვიწვევ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საგანგებო შეხვედრას ისრაელსა და რეგიონში არსებული ვითარების განსახილველად“, – აცხადებს ბორელი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ომანის დედაქალაქ მასკატში იმყოფება, რომელიც ევროკავშირისა და სპარსეთის ყურის ქვეყნების თანამშრომლობის საბჭოს მასპინძლობს.

ასევე, ევროკავშირის ოფიციალურმა წარმომადგენელმა CNN-ს განუცხადა, რომ შეხვედრა ჰიბრიდულ ფორმატში ჩატარდება და მას ევროკავშირის ის მინისტრები, რომლებიც მასკატში იმყოფებიან, პირადად დაესწრებიან, დანარჩენები კი – ვიდეო კავშირის საშუალებით.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor