• June

    28

    2024
  • 100
  • 0

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ

ევროკავშირის სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები ბლოკის ხელმძღვანელების კანდიდატურებზე შეთანხმდნენ.

ევროკავშირის ლიდერებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე, მეორე ხუთწლიანი ვადით ურსულა ფონ დერ ლაიენი წარადგინეს.

„მინდა, მადლიერება გამოვხატო იმ ლიდერების მიმართ, რომლებმაც მხარი დაუჭირეს ჩემი კანდიდატურის წარდგენას ევროკომისიის პრეზიდენტად მეორე მანდატისთვის. ჩემთვის დიდი პატივია და მოხარული ვარ, გავუზიარო ეს განსაკუთრებული მომენტი, ანტონიუ კოშტას, ასევე ჩემს ძვირფას მეგობარს, კაია კალასს. მე ახლა უნდა მოვიპოვო დასტური ევროპარლამენტში ჩემი დანიშვნის შესახებ, მას შემდეგ, რაც წარვადგენ ჩემს პოლიტიკურ მიმართულებებს მომდევნო ხუთი წლისთვის“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა პრესკონფერენციაზე.

ამასთან, ბრიუსელში გამართულ სამიტზე ლიდერებმა ევროპული საბჭოს ხელმძღვანელად პორტუგალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ანტონიუ კოშტა აარჩიეს, ხოლო საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პოსტზე მათი კანდიდატი ესტონეთის პრემიერ-მინისტრი, კაია კალასი.

კალასის განცხადებით, მისი მიზანი ევროპული ერთიანობისთვის მუშაობა და ევროპული ინტერესებისა თუ ღირებულებების დაცვაა.

„ჩემი მიზანი ნამდვილად არის, ვიმუშაო ევროპული ერთიანობისთვის, დავიცვა ევროპული ინტერესები და ღირებულებები დატვირთულ გეოპოლიტიკურ კონტექსტში. ასევე გლობალური პარტნიორობის დამყარებაა, რაც ამ პერიოდში ძალიან მნიშვნელოვანია. ვეცდები, ვიმუშაო როგორც წევრ ქვეყნებთან, ასევე ყველა ინსტიტუტთან. რა თქმა უნდა, შემდეგი ნაბიჯი არის ფოკუსირება პარლამენტის მოსმენებზე და საუბარი ევროპარლამენტარებთან, რათა მოვიპოვო მათი მხარდაჭერა“, – განაცხადა ესტონეთის პრემიერ-მინისტრმა, კაია კალასმა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით უწყება, იტალიის პრემიერ-მინისტრმა, ჯორჯია მელონიმ თავი შეიკავა ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურაზე კენჭისყრაში მონაწილეობისგან. ასევე ხმა მისცა კაია კალასისა და ანტონიუ კოშტას წინააღმდეგ. ამასთან, „როიტერის“ ცნობით, ურსულა ფონ დერ ლაიენის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა.

წარდგენილი კანდიდატების დამტკიცებას კენჭისყრის ჩატარება სჭირდება, რომელიც ფარულად მომავალ თვეში გაიმართება.

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor