• October

    4

    2023
  • 96
  • 0
ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ

ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ

ევროკავშირის წევრებს ცხრა ახალი ქვეყნის – უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება 250 მილიარდ ევროზე მეტი დაუჯდებათ. ამის შესახებ საუბარია სტატიაში, რომელსაც ბრიტანული „ფაინენშალ თაიმსი“ ავრცელებს.

 როგორც „ფაინენშალ თაიმსი“ ევროკავშირის შიდა კვლევაზე დაყრდნობით წერს, უკრაინის ევროკავშირში მიღების შემთხვევაში, მომდევნო შვიდ წელიწადში კიევი დაახლოებით 186 მილიარდ ევროს მიიღებს.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, რომელშიც გათვლილია ევროკავშირში უკრაინის, მოლდოვის, საქართველოსა და კიდევ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის გაწევრიანება, ნათქვამია, რომ ორგანიზაციის არსებული საბიუჯეტო კანონების შენარჩუნების შემთხვევაში, ცხრა ქვეყნის მიღება ევროკავშირის წევრებს 256 მილიარდი ევრო დაუჯდებათ.

ამავე გათვლებით, მნიშვნელოვნად შემცირდება სასოფლო-სამეურნეო სფეროს სუბსიდირება.

„ყველა წევრ ქვეყანას მოუწევს მეტის გადახდა და ნაკლების მიღება ევროკავშირის ბიუჯეტიდან. ბევრი ქვეყანა, რომელიც ახლა ბიუჯეტიდან იღებს სუბსიდიებს, გადაიქცევა კონტრიბუტორად და პირიქით, ევროკავშირის ბიუჯეტში თანხის შეტანა მოუწევს“, – ნათქვამია ევროკავშირის საბჭოს დოკუმენტის დასკვნაში.

ამავე პროგნოზის მიხედვით, ცხრა ახალი წევრის დამატების შემდეგ ევროკავშირის ბიუჯეტი გაიზრდება 21%-ით და 1,47 ტრილიონი ევრო იქნება.

„ფაინენშალ თაიმსის“ ცნობით, ევროკავშირის ლიდერები გაფართოების საკითხებზე პირველ დეტალურ მსჯელობას ხვალ გრანადაში დაგეგმილ შეხვედრაზე გამართავენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor