• December

    26

    2024
  • 84
  • 0
„ევრონიუსის“ ცნობით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

„ევრონიუსის“ ცნობით, წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა

წინასწარი გამოძიება ადასტურებს, რომ „აზერბაიჯანის ავიახაზების“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის მიზეზი რუსული რაკეტა გახდა. ინფორმაციას ამის შესახებ „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის სამთავრობო წყარომ ექსკლუზიურად დაუდასტურა.

წყაროს ცნობით, რაკეტა გაუშვეს გროზნოს თავზე დრონების აქტიურობის დროს. ის აფეთქდა თვითმფრინავის მახლობლად და ნამსხვრევები ლაინერს მოხვდა. „ევრონიუსს“ აზერბაიჯანის მთავრობიდან წყაროებმა განუცხადეს, რომ დაზიანებულ ლაინერს რუსულ აეროპორტებში დაჯდომის ნებართვა არ მისცეს მიუხედავად იმისა, რომ მფრინავები ავარიული დაშვების ნებართვას ითხოვდნენ. ეკიპაჟი კასპიის ზღვის გაღმა, ყაზახეთის ქალაქ აქთაუსკენ გადაამისამართეს.

არსებული ინფორმაციით, მთელი ფრენის განმავლობაში თვითმფრინავის „ჯიპიეს“ სისტემები ჩახშობილი იყო.

ამასთან, აზერბაიჯანული წყაროების ცნობით, რაკეტა „პანცირის“ საჰაერო თავდაცვის სისტემიდან გაუშვეს.

რუსული წყაროების თანახმად, ჩეჩნეთის ტერიტორიის თავზე „აზერბაიჯანის ავიახაზების“ ლაინერის ფრენის დროს, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალები უკრაინული დრონების მოგერიებას ცდილობდნენ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor