• December

    13

    2023
  • 126
  • 0
ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს

ევროპარლამენტმა დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ევროკავშირის საბჭოს მოუწოდებს, საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ამასთან, ევროპარლამენტი მოუწოდებს ევროკავშირის საბჭოს, უკრაინასთან, მოლდოვასა და ბოსნია-ჰერცეგოვინასთან გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს.

რეზოლუციას მხარი დაუჭირა 468 ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო – 99, 58-მა კი თავი შეიკავა.

გაფართოების პოლიტიკასთან დაკავშირებულ რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირის გაფართოება არის ერთ-ერთი უძლიერესი გეოპოლიტიკური ინსტრუმენტი ევროკავშირის განკარგულებაში და სტრატეგიული ინვესტიცია მშვიდობასა და უსაფრთხოებაში.

„ევროპარლამენტარები მოუწოდებენ ევროკავშირის საბჭოს, 14-15 დეკემბერს სხდომაზე გადაწყვიტოს უკრაინასა და მოლდოვლს რესპუბლიკასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყება. გარკვეული რეფორმის ნაბიჯების გადადგმის შემთხვევაში, ისინი აცხადებენ, რომ უნდა დაიწყოს გაწევრიანების მოლაპარაკებები ბოსნია-ჰერცეგოვინასთან და საქართველოს უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი“, – აღნიშნულია ევროპარლამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროპარლამენტარები მიესალმებიან მრავალი ქვეყნის ინტერესს და პოლიტიკურ ნებას ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ და ასევე მიესალმებიან სომხეთის მთავრობის სურვილს, დაუახლოვდეს ევროკავშირს.

ევროპარლამენტარებმა განაცხადეს, რომ ევროკავშირმა უნდა დაადგინოს მკაფიო ვადები, რათა კანდიდატმა ქვეყნებმა დაასრულონ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები ამ ათწლეულის ბოლომდე. ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, რომ არ იქნება სწრაფი გზა გაწევრიანებისთვის და კოპენჰაგენის კრიტერიუმები უნდა შესრულდეს კანდიდატი და პოტენციური კანდიდატების მხრიდან.

რეზოლუცია ხაზს უსვამს გაფართოების პროცესის პარალელურად ევროკავშირის შიდა რეფორმების აუცილებლობას, რათა გაზარდოს ევროკავშირის შესაძლებლობები ახალი წევრების ეფექტური ინტეგრაციისთვის.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor