• November

    15

    2024
  • 77
  • 0
ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აზრები იყოფა

ევროპარლამენტში საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით აზრები იყოფა

ეროპარლამენტის ორმაგი სტანდარტი – ასე შეფასდა ცალკეული ევროპარლამენტარების მხრიდან ბრიუსელში გამართული დებატები, სადაც საქართველოს შესახებ იმსჯელეს.

ევროპარლამენტის ნახევრად ცარიელ დარბაზში კვლავ ისმოდა უსაფუძვლო ბრალდებები არჩევნების გაყალბებასთან და რუსეთისთვის საქართველოს მხრიდან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით.

საღად მოაზროვნე ევროპარლამენტარები ამბობენ, რომ დასავლეთმა პატივი უნდა სცეს 26 ოქტომბერს ქართველი ხალხის მიერ გაკეთებულ არჩევანს, რადგან ეს საქართველოს დემოკრატიის ნაწილია.

მათი შეფასებით, ქართველი ხალხის არჩევანი არის ევროკავშის წევრობა და ქართველებს სურთ გადაწყვეტილებებს თავად იღებდნენ და არა ბრიუსელი.

ევროპარლამენტარები აქვე რუსეთისთვის საქართველოდან სანქციების დაწესების მოთხოვნასაც ეხმაურებიან.

მათი შეფასებით, ეს არ იქნება გამართლებული ნაბიჯი, რადგან მსგავსი ქმედება დააზიანებს საქართველოს ეკონომიკას. ცალკეული ევროპარლამენტარები საქართველოს მიმართ კრიტიკულად განწყობილ კოლეგებს ურჩევენ, ჩავიდნენ საქართველოში, შეხვდნენ ქართულ საზოგადოებას და ამის შემდეგ, ისაუბრონ ქართველი ხალხის არჩევანზე.

ნახევრად ცარიელ დარბაზში ჩვენი ქვეყნის შესახებ გამართულ დებატებს ეხმაურებიან თბილისში.

მმართველი პარტია კრიტიკით გამორჩეულ ევროდეპუტატების განცხადებებს საღ აზრს მოკლებულს უწოდებს.

როგორც ,,ქართულ ოცნებაში” ამბობენ, აღნიშნული ევროპარლამენტარები კვლავ ცდილობენ საქართველოს შიდა პოლიტიკურ საქმეებში უხეშად ჩარევას.

რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, ისინი ცალკეული ევროპარლამენტარების განცხადებებს, რომლებიც მათ რადიკალურ გეგმებს არ ემთხვევა, აკრიტიკებენ.

რადიკალები კვლავ აბსურდული განცხადებებით შემოიფარგლებიან და ამბობენ, რომ ეს ევროპარლამენტარები ,,ქართული ოცნების,, მხარდამჭერები არიან.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor