• December

    11

    2024
  • 70
  • 0
ელისეის სასახლე – ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისადმი ძალადობა, გამოვიდა დიალოგის მოწოდებით პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

ელისეის სასახლე – ივანიშვილთან საუბრისას მაკრონმა დაგმო დემონსტრანტებისა და ჟურნალისტებისადმი ძალადობა, გამოვიდა დიალოგის მოწოდებით პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან

ელისეის სასახლე „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარესთან, ბიძინა ივანიშვილთან საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის სატელეფონო საუბრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

ელისეის სასახლის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, საფრანგეთის პრეზიდენტმა საკუთარი ინიციატივით გამართა სატელეფონო საუბარი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილთან.

„მაკრონმა დაგმო სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა და ოპოზიციის დაშინება, ასევე უსაფრთხოების ძალების მხრიდან მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და ჟურნალისტების მიმართ ძალადობა. საფრანგეთის პრეზიდენტმა ითხოვა ყველა უკანონოდ დაკავებული პირის გათავისუფლება და მოუწოდა გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების პატივისცემისკენ.

მაკრონმა კიდევ ერთხელ გამოთქვა მწუხარება, რომ საქართველომ გადაუხვია ევროპულ ტრაექტორიას და გაიმეორა ისიც, რომ დარწმუნებულია, ევროკავშირისა და საქართველოს ურთიერთობებზე აუცილებელად აისახება ის მიმართულებები, რომელიც უკვე იყო არჩეული ან იქნება არჩეული.

მაკრონი გამოვიდა ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით ყველა პოლიტიკური პარტიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან, საქართველოს ხალხის ევროპული და დემოკრატიული მისწრაფების გათვალისწინებით, რომელსაც მაკრონი კიდევ ერთხელ მიესალმა“, – აღნიშნულია ელისეის სასახლის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor