• December

    28

    2024
  • 88
  • 0
ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების თემაზე პანელური დისკუსია გაიმართა

ელჩების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო პოლიტიკური პრიორიტეტების შესახებ, პანელური დისკუსია გაიმართა. პანელური დისკუსიის მოდერატორი საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი იყო და მასში მონაწილეობდნენ: საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე; ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე ლევან მახაშვილი და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ზარქუა.

მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები მიმოიხილა და ხაზი გაუსვა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე, საქართველოს მომავლისთვის მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას. მინისტრის თქმით, საქართველოს საგარეო პოლიტიკის მთავარი პრიორიტეტი ევროინტეგრაციაა, დღევანდელმა ხელისუფლებამ შექმნა მყარი საფუძველი საქართველოს ევროპული მომავლის შეუქცევადობისთვის.

დისკუსიის მონაწილეებმა საქართველოს არაღიარების პოლიტიკისა და ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანი გზით აღდგენის მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ გადადგმულ ნაბიჯებზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა საერთაშორისო დღის წესრიგში რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარებასთან დაკავშირებული საკითხების მაღალ დონეზე შენარჩუნების მნიშვნელობას.

პანელური დისკუსიის მონაწილეებმა ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით უკვე მიღწეული პროგრესი და სამომავლო გეგმები განიხილეს. ხაზი გაესვა ევროკავშირის წევრობისთვის საქართველოს მომზადების მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ თუკი 2030 წლისთვის ევროკავშირი გაფართოვდება, საქართველო კანდიდატ ქვეყნებს შორის იქნება ყველაზე უფრო კარგად მომზადებული წევრობისთვის. ხაზი გაესვა 2014 წელს, ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, ხელისუფლების მიერ მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს.

დისკუსიის მონაწილეებმა ევროინტეგრაციის პროცესში, პარტნიორებთან დიალოგის მნიშვნელობას და მიმდინარე პროცესების ობიექტური შეფასებების აუცილებლობას გაუსვეს ხაზი და იმედი გამოთქვეს, რომ დღეს არსებული სირთულეები დაიძლევა და თანამშრომლობა დაფუძნებული იქნება ურთიერთპატივისცემაზე.

საუბარი შეეხო მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობისა და რეგიონალური უსაფრთხოების მიმართულებით მმართველი გუნდის ხედვას. აღინიშნა, რომ ხელისუფლების სამეზობლო პოლიტიკა არის დაბალანსებული და ემყარება ტერიტორიული მთლიანობის დაცვის, სუვერენიტეტის, კეთილმეზობლობის, უსაფრთხოების განმტკიცების, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის ხელშეწყობის პრინციპებს,რაც მომავალშიც გაგრძელდება.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის ურთიერთობები, მათ შორის ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან თანამშრომლობა.

პანელური დისკუსიის მიმდინარეობისას, სხვადასხვა ქვეყნებსა და ორგანიზაციებში აკრედიტებულ ქართველ დიპლომატებს შესაძლებლობა ჰქონდათ, მათთვის საინტერესო საკითხებზე მიეღოთ პასუხები.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor