• February

    14

    2025
  • 51
  • 0
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნება არის „ელექტროშოკი“, რომელმაც უნდა აიძულოს ევროპა, უზრუნველყოს თავისი და უკრაინის მომავალი. ამის შესახებ მაკრონმა გამოცემა „ფაინენშელ თაიმსთან“ ინტერვიუში ისაუბრა.

ეანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ მხოლოდ უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის შეუძლია, მოლაპარაკებების წარმოება საკუთარი ქვეყნის სახელით და აღნიშნა, რომ ისეთი მშვიდობის დაშვება, რომელიც კაპიტულაციას დაემსგავსება, ყველასთვის ცუდი ამბავი იქნება, მათ შორის აშშ-ისთვის.

„ერთადერთი კითხვა ამ ეტაპზე მდგომარეობს იმაში, ნამდვილად, მტკცედ და საიმედოდ სურს თუ არა პრეზიდენტს პუტინს, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას ამ საფუძველზე. ამის შემდეგ უკრაინელების გადასაწყვეტია მოლაპარაკებები რუსეთთან. ჩვენ, ყველამ კოლექტიური სიფხიზლე უნდა შევინარჩუნოთ“, – თქვა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

საფრანგეთის პრეზიდენტი, დიდი ხანია, ამბობს, რომ ევროპამ უფრო მეტი პასუხისმგებლობა უნდა აიღოს თავის უსაფრთხოებაზე, რაც შესაძლებელია მხოლოდ ეკონომიკური დამოუკიდებლობის გაზრდით და აშშ-სა და ჩინეთზე დამოკიდებულების შემცირებით.

ემანუელ მაკრონმა დონალდ ტრამპის ხელახლა გაპრეზიდენტება შეაფასა, როგორც ბიძგი ევროკავშირისთვის, მეტი ინვესტიცია ჩადოს საკუთარ თადაცვაში, ეკონომიკასა და ტექნოლოგიურ განვითარებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor