• April

    3

    2025
  • 70
  • 0
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ის დაცული უნდა იყოს

ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ საფრანგეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ის დაცული უნდა იყოს

ემანუელ მაკრონის თქმით, საფრანგეთის სასამართლო სისტემა დამოუკიდებელია და ის დაცული უნდა იყოს. ამის შესახენ განცხადება საფრანგეთის პრეზიდენტმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ულტრამემარჯვენე პარტიის, „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერის, მარინ ლე პენის საქმის მოსამართლეს პოლიციის დაცვა დაუნიშნეს.

მაკრონის განცხადებით, მოსამართლეები უნდა იყვნენ დაცული, ხოლო ყველა მხარეს აქვს უფლება, ვერდიქტი გაასაჩივროს.

ცნობისთვის, მარინ ლე პენი სასამართლომ დამნაშავედ ცნო ევროკავშირის სახსრების არამიზნობრივ ხარჯვაში და ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. განაჩენის მიხედვით, ორი წელი პირობითი სასჯელი იქნება, ხოლო ორი წელი – შინაპატიმრობა, ელექტრონული სამაჯურის გამოყენებით. ამასთან, ლე პენს ხუთი წლის ვადით აუკრძალეს არჩევითი თანამდებობის დაკავება. თავად ულტრამემარჯვენე პარტიის ლიდერმა ვერდიქტი უკვე გაასაჩივრა. მისი თქმით, სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც მას არჩევითი თანამდებობის დაკავება ეკრძალება, არ მისცემს მას საშუალებას, 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს, რაც, მისი თქმით, ფრანგული დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

განაჩენის გამოცხადების შემდეგ „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, ჯორდან ბარდელმა მომხრეებს მშვიდობიანი პროტესტისკენ მოუწოდა. აქციები უქმე დღეებშია დაგეგმილი.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ ლე პენის საქმის მოსამართლემ მუქარის შემცველი წერილები მიიღო, რის გამოც მას პოლიციის დაცვა დაუნიშნეს. მოსამართლის მიმართ მუქარის საქმეს პარიზის პროკურატურა იძიებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor