
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ემანუელ მაკრონი – ვუერთდები ევროპელების ხმას, რათა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა გრენლანდიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ გრენლანდიას და გრენლადიელ ხალხს სოლიდარობას უცხადებს.
მისი თქმით, საფრანგეთის დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას მხარდაჭერას უცხადებს.
„ნუუკში მე კიდევ ერთხელ დავადასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა დანიისა და გრენლანდიის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. გრენლანდია მის ხალხს ეკუთვნის. დანია მისი გარანტორია. ვუერთდები ევროპელების ხმას, რათა გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა“, – წერს ის.
ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოებისთვის სჭირდება. ამასთან, მან გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენელი დანიშნა. დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი და გრენლანდიის მთავრობის ხელმძღვანელი იენს-ფრედერიკ ნილსენი აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გრენლანდიის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნას ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ. მათი თქმით, გრენლანდია ეკუთვნით გრენლანდიელებს და აშშ-მა კუნძული არ უნდა დაიკავოს.





