• October

    13

    2025
  • 36
  • 0
ემანუელ მაკრონი – რუსეთი თუ გააგრძელებს ჯიუტად ომის წაქეზებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს, მას ფასის გადახდა მოუწევს

ემანუელ მაკრონი – რუსეთი თუ გააგრძელებს ჯიუტად ომის წაქეზებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს, მას ფასის გადახდა მოუწევს

რუსეთი თუ გააგრძელებს ჯიუტად ომის წაქეზებას და მოლაპარაკებების მაგიდასთან დაჯდომაზე უარს, მას ფასის გადახდა მოუწევს, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა.

უკრაინის პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბრის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ვინაიდან ღაზაში მიღწეული შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის იმედის სხივს იძლევა, უკრაინაში ომიც უნდა დასრულდეს.

„საფრანგეთი გმობს რუსეთის მიერ უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ დარტყმებს, რომელიც, ფაქტობრივად, ზამთრის წინ მშვიდობიან მოსახლეობას ესხმის თავს. პარტნიორებთან ერთად ვიკვლევთ აუცილებელ დახმარებას აუცილებელი სერვისების აღსადგენად და უზრუნველსაყოფად. საფრანგეთი უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, უკრაინის გვერდით დგას და სრულად არის ჩართული მსურველთა კოალიციის ფარგლებში“, – განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor