• August

    18

    2024
  • 279
  • 0
ემუქრება თუ არა კაცობრიობას განადგურება და ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ?

ემუქრება თუ არა კაცობრიობას განადგურება და ვდგავართ თუ არა მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ?

სოსო მანჯავიძე : ,, ასეთი კავშირის შექმნა რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის კოშმარი იქნება. ისინი ყველაფერს გაკეთებენ, რომ ასეთი კავშირი არ შეიქმნას “

 ორიოდე დღის წინ რუსეთის დუმაში განაცხადეს, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა. ვლადიმერ პუტინის თანაშემწის, ნიკოლაი პატრუშევის თქმით, უკრაინის მიერ კურსკის ოლქზე თავდასხმა დასავლეთის მონაწილეობით იყო დაგეგმილი. ამავდროულად, ბელარუსის პრეზიდენტმა, ალექსანდრე ლუკაშენკომ რუსეთის ტელევიზიისთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა : მოდით, დავსხდეთ მოლაპარაკების მაგიდასთან და დავასრულოთ ეს ბრძოლა, ეს არც უკრაინელ ხალხს სჭირდება, არც რუსებს და არც ბელარუსებს.

როგორ შეიძლება განვითარდეს გეოპოლიტიკური პროცესები მსოფლიოში და არის თუ არა მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზე ?

,, Geo News “ ამ და სხვა საკითხებზე პოლიტიკის მეცნიერების დოქტორს, ბატონ სოსო მანჯავიძეს ესაუბრა.

 სოსო მანჯავიძე : ცხადია, ის გეოპოლიტიკური ბრძოლა, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში მიმდინარეობს, კონკრეტულად უკრაინის ტერიტორიისთვის ბრძოლა დღეს არ დაწყებულა. მე ჯერ კიდევ 2014 წელს ვამბობდი, რომ ბრძოლა აღმოსავლეთ ევროპისთვის თუ გაგრძელდებოდა ( ნატოს გაფართოების პროცესს ვგულისხმობდი ), უკრაინის ჩართვის მცდელობებს ნატოში, მაშინ გეოპოლიტიკური დაძაბულობა პიკს მიაღწევდა-მეთქი. იმასაც ვამბობდი, რომ საზღვრის გადმოწევის პროცესი სახმელეთო ცივილიზაციიის, ანუ რუსეთისა და მისი მოკავშირეების საშინელ გაღიზიანებას იწვევდა, რამაც შეიძლება ატომური იარაღის გამოყენებამდეც მიგვიყვანოს-მეთქი. დღეს ჩვენ სწორედ ამ პროცესს ვხედავთ. ჩვენ უნდა ვითვალისწინებდეთ, რომ ამ ბრძოლაში არანაირი შემაკავებელი ფაქტორები არ არსებობს. დღეს მსოფლიო წესრიგი აღარ არსებობს. იმ მცდელობებმა, რომ მსოფლიოსთვის ერთპოლუსიანი სამყაროს შენარჩუნება მოეხვიათ, ე.წ. წესებზე დამყარებულმა წესრიგმა ფიასკო განიცადა. შესაბამისად გამორიცხული არაფერია. და ახლა, ამ მსოფლიო გეოპოლიტიკურ დენთის კასრს ( უფრო სწორად დენთის კასრზე დამაგრებულ პატრუქს ) რომელი შეშლილი წაუკიდებს ცეცხლს არავინ იცის. ანუ ეს იქნება ახლო აღმოსავლეთი, კერძოდ, ისრაელ-ირანის დაპირისპირება, ეს იქნება აღმოსავლეთი ევროპა, სადაც დაძაბულობამ პიკს მიაღწია, თუ ეს იქნება სხვა კონფლიქტი, რომელიც უამრავია დედამიწაზე არ ვიცით. თუმცა ვიმეორებ, ეს სამი კონფლიქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია – ახლო აღმოსავლური, შუაგული ევროპის კონფლიქტი და შორეულ აღმოსავლეთში ტაივანის საკითხი, ანუ ჩინეთ-ამერიკის დაპირისპირება. მართალია, მომავალში რა იქნება არავინ იცის, მაგრამ დიდი ალბათობით სწორედ ამ სცენარით განვითარდება მოვლენები, ანუ შემდგომი ესკალაციის სცენარით.

ბატონო სოსო, თქვენ ყოველთვის სწორ ანალიზს აკეთებთ, რაც ჩვენი მკითხველისთვის ძალზედ მნიშვნელოვანია. ე.ი. თქვენ ფიქრობთ, რომ საფრთხე რეალურია ?

– ახალს არაფერს ვიტყვი თუ აღვნიშნავ იმ ფაქტს, რომ საქმე კოლექტიურ შეშლილობასთან და გლობალური ელიტების დეგრადაციასთან გვაქვს. სამწუხაროდ, ის ადამიანები, რომლებიც გადაწყვეტილებების მიმღებნი არიან, ვერ აცნობიერებენ ამ საყოველთაო კატასტროფას. ზოგადად ეს ახალი არ არის. ჩვენ ამას ვადევნებდით თვალყურს პირველი მსოფლიო ომის დროს. ფაქტობრივად, არავის სჯეროდა, რომ ევროპაში შესაძლებელი იყო იმ ხორცსაკეპი მანქანის, იმ საშინელი ხოცვა-ჟლეტის მოწყობა, რასაც პირველი მსოფლიო ომი წარმოადგენდა. იგივე იყო მეორე მსოფლიო ომიც. პოტსდამის მშვიდობის მერე სამწუხაროდ დაისადგურა ამ ქაოსმა, რომელიც სულ უფრო და უფრო ტურბულენტურ ხასიათს იღებს. პოლიტიკურ ელიტებში კი ნება, სერიოზულობა და პასუხისმგებლობის გრძნობა არ ჩანს. არ ჩანან ის ლიდერები, რომლებიც თავის თავზე აიღებენ პასუხისმგებლობას. არადა, მათ აქვთ ამის შესაბამისი ავტორიტეტი. საუბედუროდ, კაცობრიობა ფაქტობრივად მესამე მსოფლიო ომისკენ მიექანება. კიდევ უფრო გასაოცარია ის ფაქტი, რომ ამას მოსახლეობის ნაწილი ვერც კი აცნობიერებს, ისევე როგორც პოლიტიკური ელიტები. დიახ, ვერ აცნობიერებენ რა შეიძლება მოხდეს იმ პირობებში, როდესაც მსოფლიო ურთიერთდამოკიდებულია, მსოფლიო გეოეკონომიკური კავშირები იმდენად მჭიდროა, რომ ეს ომი ( ზოგადად ნებისმიერი ასეთი გლობალური ომი ) თვითმკვლელობაა ნებისმიერი ქვეყნისთვის. გარდა ამისა, არსებობს ტექნოლოგიური საშუალებები, ანუ ომის წარმოების ტექნოლოგიურმა განადგურების საშუალებებმა ისეთ მასშტაბებს მიაღწია, რომ მათი გამოყენება საერთოდ შეუძლებელს გახდის პლანეტა დედამიწაზე კაცობრიობის არსებობას. აი, მიუხედავად ამისა, მიმდინარეობს ეს ესკალაცია და ამ ინტერესების დაკმაყოფილების არქაული მოთხოვნილებები. ასევე არქაული სახელმწიფო ინსტიტუტები და ამასთანავე გეოპოლიტიკური ინტერესები. სამწუხაროდ, ისევ ასე ინერციით მიდის კაცობრიობა, მიუხედავად იმისა, რომ მან მიაღწია საოცარ ტექნოლოგიურ განვითარებას. სულ მახსენდება გოეთეს სიტყვები : კაცობრიობა სულ წინ მიდის და ადამიანი უკანო, ან იგივე რჩება, ან უკან მიდის. დაახლოებით ამასთან გვაქვს საქმე.

რაც შეეხება ლუკაშენკოს წინადადებას, მთელი პათოსი არის შემდეგი : ჩვენ, სამმა სლავიანურმა სახელმწიფომ, ერთმანეთთან საერთო ენა უნდა გამოვნახოთ, არც ერთ ჩვენთაგანს არ აწყობს ეს ომი, ეს ამერიკელებსა და ევროპელებს აწყობთ. ამას ამბობს ლუკაშენკო. აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა შევძლოთ კომპრომისების მეშვეობით საერთო ენის გამონახვა, აქ საუბარია სამი სლავიანური სახელმწიფოს კავშირზე, ხაზს უსვამს ლუკაშენკო.  ცხადია, ეს ცოტა ფანტასტიკურად ჟღერს იმ სიძულვილით გაჟღენთილ ატმოსფეროში, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომის პირობებში არსებობს, თუმცა ჩვენ არანაკლები მაგალითები გვახსოვს. შეგვიძლია მოვიყვანოთ კიდეც. მაგ: საფრანგეთმა და გერმანიამ ორ მსოფლიო ომში ლამის გაწყვიტა ერთმანეთი, თუმცა შემდეგ ამას ხელი არ შეუშლია, რომ ნახშირისა და რკინის კავშირი შეექმნათ, რომელიც შემდგომ ევროპულ სახელმწიფოთა ინტეგრაციულ გაერთიანებაში – ევროკავშირში გადაიზარდა. ასე რომ, ამ შესაძლებლობის გამორიცხვაც არ არის მიზანშეწონილი იმ შემთხვევაში, თუ ერთ-ერთი მხარე, კერძოდ რუსეთი უკრაინულ და საკუთარ პოლიტიკურ ელიტას, ასე ვთქვათ, პოლიტიკურ ფარვატერში გადაყვანას შეძლებს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს შესაძლებლობა არ არის გამოსარიცხი, მაგრამ არც მისი განხორციელება არ არის გარანტირებული. მე ვიტყოდი : ნაკლებად შესაძლებელია, თუმცა გამორიცხული არ არის. ახლა ცხადია, ასეთი კავშირის შექმნა რუსეთის გეოპოლიტიკური მოწინააღმდეგეებისთვის კოშმარი იქნება და ისინი ყველაფერს გაკეთებენ, რომ ასეთი კავშირი არ შეიქმნას, არ აღდგეს.

თქვენი აზრით, საქართველომ რა უნდა გააკეთოს ამ დროს და რამდენად გონივრულად მოქმედებს ჩვენი ხელისუფლება ?

-რაც შეეხება საქართველოს საკითხს : ჩვენი სახელმწიფო უნდა შეეცადოს ამ გეოპოლიტიკურ ხორცსაკეპ მანქანაში თავი არ შეყოს. საქართველოს აქვს შანსი გახდეს ეკონომიკური, სატრანსპორტო, საბანკო, ტურისტული ჰაბი. ასე ვთქვათ მშვიდობის კუნძული. როგორ ? თუ ჩვენ შევძლებთ და ჩვენს შიგნით არსებულ ნგრევის აგენტურას შევაკავებთ. დიახ, ნგრევის აგენტურას, რაღაც გაუგებარი, ირაციონალური იმპულსებით პირდაპირ შეპყრობილ ადამიანებს. ჩვენ ბევრჯერ მოგვსვლია ეს. სხვათა შორის ეს არა მარტო აგენტურაა, არამედ მათზე აყოლილი სრულიად ირაციონალური ვნებებით აღტკინებული ადამიანები, ანუ სასარგებლო იდიოტები. ვიმეორებ, თუ მათ შეკავებას შევძლებთ, მაშინ გვაქვს შანსი იმისა, რომ არა მარტო გადავრჩეთ, არამედ მომგებიან ვითარებაში აღმოვჩნდეთ. დიახ, მივაღწიოთ ჩვენი ქვეყნის არა მარტო გადარჩენას, არამედ განვითარებასაც.  

– გასაგებია, რომ მსოფლიო მესამე მსოფლიო ომის ზღვარზეა, ისრაელში რა უბედურებაც ტრიალებს ამასაც ვხედავთ. როგორ ფიქრობთ, ვის და რატომ უნდა კაცობრიობის განადგურება ?

გავმეორდები, ატომური ომის საფრთხე რეალურია. ამის საფრთხე არსებობს არა მარტო რუსეთსა და დასავლეთს შორის, არამედ იგივე ისრაელსა და ირანის დაპირისპირების, მწვავე ესკალაციის შემთხვევაში. ისრაელს დაახლოებით 90 ბირთვული ქობინი აქვს, რომლის უმრავლესობაც მეგატონაზე დიდია. წარმოიდგინეთ რას მოიტანს ამის გამოყენება. ისრაელს ასევე აქვს ამ ატომური ქობინების მიტანის საშუალება სამიზნემდე. ამის გამოყენების შემთხვევაში ეს რეგიონი, აღარ გავაგრძელებ რა სახეს მიიღებს. რა კატასტროფული შედეგები დადგება. რაც შეეხება იმას, თუ ვის უნდა კაცობრიობის განადგურება, ეს უკვე ფილოსოფიური საკითხებია და არ მგონია, რომ ინტერვიუს ფორმატი ამის განხილვის საშუალებას იძლეოდეს.

ქეთი ხომერიკი

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor