
ემუქრება თუ არა მსოფლიოს ახალი პანდემია და როგორია ქართველი ეპიდემიოლოგების პროგნოზი ?
კოვიდ პანდემიის შემდეგ დადგება თუ არა მსოფლიო ახალი გლობალური საფრთხის წინაშე ? ეს კითხვა მას შემდეგ გააქტიურდა, რაც ჩინეთის ნაწილში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საუბარია ვირუსის ერთ-ერთ სახეობაზე, რომელსაც დიდი ხნის ისტორია აქვს. ვირუსი მეტაპნევმო საქართველოში პირველად 2001 წელს დააფიქსირეს. როგორც ქართველი ეპიდემიოლოგები ამბობენ, ზემოთ ხსენებული ვირუსი ,,covid 19″-გან შედარებით, საშუალო სირთულეებით ხასიათდება.
ქართველი ეპიდემიოლოგების პროგნოზი დამაიმედებელია და ეპიდ აფეთქებას გამორიცხავენ, თუმცა ამ ვირუსზე მეტად სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს საქართველოში გრიპის ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებელი აღელვებთ.
ქვეყანაში ამ დროისთვის A და B ტიპის ვირუსები, ასევე ,,ეიჩ ერთი ენ ერთი” ცირკულირებს და ქვეყანა ახლა ვირისული ინფექციის გავრცელების პიკშია.
კლინიკებში მიმართვიანობა გაზრდილია, მით უფრო პედიატრიულ განყოფილებებში, რეკომენდაციები კი პირადი ჰიგიენის დაცვა და ვაქცინაციაა.
ირაკლი გუნია





