• August

    23

    2024
  • 80
  • 0
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის, ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – ევროკავშირში გაწევრიანება სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის, ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა

ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების კონსტიტუციაში ასახვა იყო შეცდომა, რომელიც ჩვენს გარდა, უკრაინასაც დააშვებინეს, რითაც, ფაქტობრივად, მოგვისპეს ყოველგვარი ალტერნატიული გზის მოძებნის საშუალება და მოგვაქციეს ჩარჩოში, საიდან გასვლაც მკაცრად აგვიკრძალეს, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, დღეის მდგომარეობით, საჭიროა ომში ჩართვა, ლგბტ პროპაგანდის მხარდაჭერა და სუვერენტიტეტის წინასწარ დათმობა.

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ მიიჩნევს, რომ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა რეკომენდაციები.

„დღევანდელ რეალობაში, ევროკავშირში გაწევრიანება სწორედ თავში აღნიშნული სამი პრიორიტეტის საწინააღმდეგოდ მოქმედებაზე გადის − ომში ჩართვა; ლგბტპროპაგანდის მხარდაჭერა და გაერთიანების წევრობამდე, სუვერენიტეტის წინასწარ დათმობა ვაშინგტონისა და ბრიუსელის მმართველი ძალების სასარგებლოდ. ამ მხრივ, გაოცებას იწვევს თეთრი სახლის, სახელმწიფო დეპარტამენტის და აშშ-ის საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლების წუხილი საქართველოს ევროკავშირიდან თითქოსდა დისტანცირების შესახებ. ამ დამოკიდებულებიდან კარგად ჩანს, რომ ევროკავშირის ნაცვლად, გადაწყვეტილებები აშშ-ში მიიღება. სწორედ ევროკავშირის ბიუროკრატიის პოლიტიკური კონიუნქტურა განსაზღვრავს საქართველოსთან ურთიერთობებში რეალურ კრიტერიუმებს და არა ყბადაღებული ცხრა თუ 12-პუნქტიანი „რეკომენდაციები“. შესაბამისად, წარმოუდგენლად მიგვაჩნია ქვეყნის ეროვნული მიზნების მიღწევა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების საკითხი კონსტიტუციურ დოგმად რჩება და აღნიშნული თემა კვლავ რელიგიის რანგში განიხილება“, – აღნიშნულია განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor