• June

    10

    2025
  • 61
  • 0
„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ნაცაქტივისტების ბაკქანალია, კანონის გამკაცრებით უზრუნველყოს წესრიგი პროცესებზე

„ერთიანი ნეიტრალური საქართველო“ – პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა, მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღკვეთოს ნაცაქტივისტების ბაკქანალია, კანონის გამკაცრებით უზრუნველყოს წესრიგი პროცესებზე

დესტრუქციულმა ქმედებებმა და ძალადობამ ქუჩიდან სასამართლო დარბაზებსა და შენობებში გადაინაცვლა. თვეებია, პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას, მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი, – ამის შესახებ ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მოუწოდებენ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს ვითარება, „კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე“.

„ქვეყნის გარედან მართულ ჯგუფებს, ფინანსების კლების პროპორციულად, აღარ შესწევთ ძალა მასშტაბური დესტრუქციისთვის. ამისათვის არ ჰყოფნით ხალხის რაოდენობა. ასევე, უნდა აღინიშნოს, რომ საჯარიმო სანქციების და კანონის აღსრულების ეფექტიანობის გაზრდამ მნიშვნელოვნად შეამცირა ქუჩებში მსგავსი გამოვლინებები, მაგრამ ვხედავთ, რომ უკვე თვეებია, პროვოკაციების ეპიცენტრად სასამართლო დარბაზები იქცა. სისტემატურად ირღვევა სასამართლოში ქცევის წესები, კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ აქტივისტები არ ერიდებიან მოსამართლეების, პროკურორების, მანდატურებისა თუ სხვა სახელმწიფო მოხელეების შეურაცხყოფას და ხშირ შემთხვევაში მათზე ფიზიკურ თავდასხმასაც კი. საზოგადოებამ იხილა მრავალგზის მსჯავრდებული ნიკანორ მელიას მორიგი მდაბიო პროვოკაციაც. როდესაც მან მოსამართლეს წყალი შეასხა. ამ ყველაფერში მონაწილეობს აგენტურული ქსელის კიდევ ერთი განშტოება – კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ კუთვნილი ტელევიზიები, რომლებიც ხელოვნურად ცდილობენ პროცესების დაძაბვას და მუდმივად აწყობენ სხვადასხვა სახის პროვოკაციას. აღნიშნული კანონგარეშე ძალადობრივი ქმედებები წახალისებული და მხარდაჭერილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩების მხრიდან, რომლებიც, ფაქტობრივად, არცერთ სხდომას არ ტოვებენ და ღიად უჭერენ მხარს როგორც განსასჯელ ნაცაქტივისტებს, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც პროვოკაციებით, ძალადობით ცდილობენ სასამართლო სხდომების ჩაშლას და, ზოგადად, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესისთვის ხელის შეშლას.

სასამართლოზე თავდასხმა არ არის ახალი მეთოდი. ჩვენ გვინახავს უცხო ქვეყნების მხრიდან სასამართლო სისტემაში უხეში ჩარევის ფაქტები, როდესაც ხდებოდა ამა თუ იმ მოსამართლის წინააღმდეგ სადამსჯელო ღონისძიებების გამოყენება: აშშ-ში სასწავლო კურსებიდან ჩახსნა, მოსამართლეების საელჩოში დაბარება, უსაფუძვლოდ, ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე სანქცირება და ასე შემდეგ. ყოველივე ეს შეგვიძლია დავინახოთ ერთ კონტექსტში, რაც, საერთო ჯამში, სასამართლოს დისკრედიტაციას, მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეშლას და პროცესების რადიკალიზაციას ისახავს მიზნად. ამიტომ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, დაასრულოს ეს უკონტროლო ვითარება, აღკვეთოს ნაცაქტივისტების მიერ მოწყობილი ბაკქანალია და კანონის გამკაცრების, ასევე მისი ეფექტიანი აღსრულების გზით უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო პროცესებზე“, – ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor