• February

    9

    2025
  • 55
  • 0
„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

„ერთი დღე ჯარში“ პროექტის ფარგლებში ხონის მე-6 საარტილერიო ბრიგადას სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ

პროექტის „ერთი დღე ჯარში“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის ძალების მე-6 საარტილერიო ბრიგადას ქუთაისის მე-11 და მე-17 საჯარო სკოლების მოსწავლეები ესტუმრნენ. ხონის სახედრო ბაზაზე ბაღდათის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებიც იმყოფებოდნენ. პროექტის ფარგლებში სამხედრო ქვედანაყოფმა ამჯერად იმ სკოლების მოსწავლეებს უმასპინძლა, სადაც საგანმანათლებლო საპილოტე პროექტი „სამხედრო საქმე“ ისწავლება.

ბავშვებმა ხონის სამხედრო ბაზის ინფრასტრუქტურას, სამხედროების საცხოვრებელ პირობებს, ჯარისკაცის ეკიპირებას, ბაზის ტერიტორიაზე გამოფენილ სამხედრო ტექნიკას და შეიარაღებას გაეცნენ და სამხედროებისგან მათთვის საინტერესო შეკითხვებზე ამომწურავი პასუხებიც მიიღეს. მოსწავლეების განსაკუთრებული ყურადღება სიმულაციურმა ცენტრმა მიიპყრო, სადაც ახალგაზრდებს შესაძლებლობა ჰქონდათ საბრძოლო მოქმედებების სიმულაციას დაკვირვებოდნენ. მოსწავლეებმა ღონისძიების დასასრულს ბრიგადის სასადილოში „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

თავდაცვის ძალების სამხედრო ბაზებზე სკოლის მოსწავლეების ვიზიტები რეგულარულად ხორციელდება. მსგავსი სახის ღონისძიებები ახალგაზრდა თაობაში ჯარის პოპულარიზაციასა და თავდაცვის ძალებისადმი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor