• October

    4

    2024
  • 64
  • 0
ერთ მხარეს რადიკალური ოპოზიცია და დასავლეთიდან მართული პრეზიდენტი, მეორე მხარეს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება….

ერთ მხარეს რადიკალური ოპოზიცია და დასავლეთიდან მართული პრეზიდენტი, მეორე მხარეს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება….

სალომე ზურაბიშვილის მიერ გადადგმული კიდევ ერთი ანტისახელმწიფოებრივი ნაბიჯი. მმართველი პარტიის მიერ ,,ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ,, მომზადებულ კანონს პრეზიდენტმა არც ხელი მოაწერა, თუმცა არც ვეტო დაადო.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული მნიშვნელობის მქონე კანონს სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერა არ ექნება, ის მაინც ამოქმედდება და მას ხელი პარლამენტის თავჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა მოაწერა.

ერთ მხარეს რადიკალური ოპოზიცია, დასავლეთი და დასავლეთიდან მართული პრეზიდენტი, ხოლო მეორე მხარეს ეროვნულ ინტერესებზე ორიენტირებული ხელისუფლება, რომელიც აღნიშნული კანონის მიღებას არასრულწლოვანთა დაცვის მოტივით ხსნის. თუმცა უსამშობლოების რიტორიკა მწვავეა, რომლებიც წინა საარჩევნოდ ,,ქართულ ოცნებას,, კანონის სათავისოდ გამოყენებაში ადანაშაულებენ. თუმცა აზრს მოკლებული კრიტიკის მიღმა მნიშვნელოვანია კანონის შინაარსი, რომლის აკრძალვებზეც დღევანდელ სტატიაში მოგიყვებით:

1.კანონპროექტის მიხედვით იკრძალება შვილად აყვანა და მინდობითი აღზრდა იმ ადამიანებისთვის, რომლებიც თავის ბიოლოგიისგან განსხვავებულ სქესს მიეკუთვნებიან, ან მათი სექსუალური ორიენტაცია, არ განეკუთვნება ჰეტეროსექსუალობის კატეგორიას.

2.დაუშვებელია სამედიცინო მანიპულაციები. სხვისთვის ისეთი ქირურგიული ოპერაციის ან სამედიცინო მანიპულაციის ჩატარება, რომლის მიზანი მისი ბიოლოგიურისგან განსხვავებული სქესის მიკუთვნება იქნება.

3.კანონი რეგულაციებსაც აწესებს საგანმანათლებლო დაწესებულებებისთვისაც.
იკრძალება საგანმანათლებლო პროგრამაში ისეთი ინფორმაციის შეტანა, ან გავრცელება, რომელიც ზემოთხსენებულ სამივე შემთხვევაში ,,პოპულარიზაციისკენ,, იქნება მიმართული.

4.კანონის მიხედვით იკრძალება ე.წ ლგბტ პოპულარიზაცია. ერთი და იმავე ბიოლოგიური სქესის წარმომადგენლებს შორის სექსუალური ორიენტაციის ნიშნით გამოხატული ურთიერთობების პოპულარიზაცია. ასევე დაუშვებელია არასულწლოვანთა კომუნიკაციისას ინფორმაციის მიწოდება ან ხელმისაწვდომობის შექმნა. დაუშვებელია ისეთი რეკლამის შექმნა, გავრცელება რომელიც ლგბტ პროპაგანდას და მის პოპულარიზაციას ისახავს მიზნათ.

5. შრომით ურთიერთობებში ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფა. შრომით ურთიერთობებში ბათილი იქნება ვალდებულება, მითითება ან შეთანხმება, რომელიც მიმართული იქნება ბიოლოგიური სქესის უგულებელყოფისკენ ან მისი უგულებელყოფის წახალისებისკენ.

6.დაუშვებელი იქნება ამავე მიზნით შეკრება მანიფესტაციის ჩატარება და ის ჩატარებიდან 15 წუთის განმავლობაში თუ არ შეწყდება, სამართალდამცავ ორგანოებს აქვთ უფლება გამოიყენონ საქართველოს კანონდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები.

7.კანონპროექტის მიხედვით ცვლილებები შედის ბავშვთა უფლებათა კოდექსში, რომლითაც ფართოვდება ბავშვებისთვის, საფრთხისშემცველი ინფორმაციის ცნება.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor