• May

    6

    2025
  • 102
  • 0
ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 58 სკოლის გუნდი გადავიდა

ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტის ფინალში 58 სკოლის გუნდი გადავიდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის საგანმანათლებლო პროექტ „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის“ ფინალურ ეტაპზე 58 საჯარო და კერძო სკოლის გუნდი გადავიდა.

ნახევარფინალი „რა? სად? როდის?“ ინტელექტუალური თამაშის პრინციპით თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში ერთდროულად გაიმართა. მასში 275 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის VIII-XII კლასების 1 375 მოსწავლე მონაწილეობდა.

თამაშის დებულების თანახმად, ფინალში გადადის საუკეთესო ქულის მქონე 40 გუნდი. ვინაიდან 36-ე-58-ე ადგილებზე გასულ გუნდებს ერთნაირი, 12 ქულა აქვთ, ყველა მათგანი მოხვდა ფინალში. შესაბამისად, ფინალურ ტურში ითამაშებენ გუნდები, რომელთაც შესაძლო 20 ქულიდან 12 და მეტი ქულა დააგროვეს.

ფინალი 2025 წლის 30 მაისს თბილისში გაიმართება. გამარჯვებულები რამდენიმე ნომინაციაში გამოვლინდებიან და სხვადასხვა პრიზითა და სიგელით დაჯილდოვდებიან.

საგანმანათლებლო პროექტს, რომელიც ჩვენი ქვეყნის 1918-1921 წლების ისტორიით მოსწავლეთა დაინტერესებას ემსახურება, ეროვნულმა არქივმა საფუძველი 2015 წელს ჩაუყარა.

პროექტი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

ნახევარფინალის შედეგებს დეტალურად გაეცანით პროექტის გვერდზე – archive.gov.ge.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor