• January

    21

    2025
  • 98
  • 0
ეროვნული არქივი – 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2 786 393 ფურცელი, 129 კინოდოკუმენტი, 7 375 ფოტო და 465 ფონოდოკუმენტი გაციფრულდა

ეროვნული არქივი – 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2 786 393 ფურცელი, 129 კინოდოკუმენტი, 7 375 ფოტო და 465 ფონოდოკუმენტი გაციფრულდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივში 2024 წელს საარქივო დოკუმენტების 2 786 393 ფურცელი, 129 კინოდოკუმენტი, 7 375 ფოტო და 465 ფონოდოკუმენტი დასკანერდა.

საარქივო დოკუმენტების ციფრულ მატარებელზე გადატანა მიზნად ისახავს დოკუმენტების დედნების ფიზიკური დაზიანებისგან დაცვასა და მათზე ხელმისაწვდომობის გაზრდას. პროცესი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ხორციელდება და ეროვნული მემკვიდრეობის შენარჩუნებას ემსახურება.

აღსანიშნავია, რომ დოკუმენტების ციფრული ვერსიების გამოყენებით 2024 წელს ეროვნული არქივის ვებგვერდზე შეიქმნა ათამდე თემატური და საავტორო კოლექცია: მულტიმედიური გვერდები „ვანო სარაჯიშვილი – 145“ და „დიმიტრი ყიფიანი – 210“; ონლაინკოლექციები: „აკაკი ჩხენკელი- 150“, „1924 წლის ანტისაბჭოთა აჯანყება“, „ოსკარ შმერლინგის „წარმავალი ტფილისი“, „ქართული ისტორიული ძეგლები“; ასევე, ალექსანდრე როინაშვილისა და ვიტორიო სელას ფოტოების ონლაინკოლექციები.

ინფორმაციას ეროვნული არქივის პრესსამსახური ავრცელებს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor