• October

    11

    2025
  • 131
  • 0
ექსკლუზივი : ეროვნული ბანკი ,,რიკო კრედიტის” მტაცებლურ პოლიტიკას ახალისებს და მფარველობს ?

ექსკლუზივი : ეროვნული ბანკი ,,რიკო კრედიტის” მტაცებლურ პოლიტიკას ახალისებს და მფარველობს ?

ეროვნული ბანკის სიჩუმე – როცა მოქალაქის ხმა კედელს ეჯახება ?

საქართველოში ფინანსური სამართლიანობის საკითხზე ხშირად ისმის ერთი და იგივე კითხვა :
ვის იცავს სახელმწიფო – მოქალაქეს თუ ფინანსურ ინტერესთა მძლავრ ჯგუფებს ?

ბოლო კვირების განმავლობაში შპს ,,რიკო კრედიტის” მტაცებლური პოლიტიკის ,,GEO NEWS”-ის მიერ ჩატარებული გამოძიება და შემდგომში საქართველოს ეროვნულ ბანკში გაგზავნილი წერილობითი საჩივარი სწორედ ამ კითხვას აცოცხლებს !

იხ. ლინკები : https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%97%e1%83%95%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%9d%e1%83%a1-2/

https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%99%e1%83%9d-%e1%83%99%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a2%e1%83%98/

საუბარია შპს „რიკო კრედიტზე“, მიკროსაფინანსო ორგანიზაციაზე, რომელიც ჩვენი ჟურნალისტური გამოძიებით, სისტემატურად არღვევს მომხმარებელთა უფლებების დაცვის პრინციპებს, ზრდის საპროცენტო განაკვეთს უკანონოდ, ცვლის ხელშეკრულებებს ცალმხრივად და მიმართავს ფსიქოლოგიურ ზეწოლას მსესხებლებზე.

ეს ყველაფერი წერილობით მიეწოდა საქართველოს ეროვნულ ბანკს – ზუსტად იმ ინსტიტუციას, რომელიც კანონით სწორედ ამ სფეროს ზედამხედველობას და სამართლიანი დაკრედიტების უზრუნველყოფას უნდა ახორციელებდეს.

თუმცა, რეალობა გაცილებით მწარე აღმოჩნდა :

სებ-მა ოფიციალურად გვაცნობა, რომ მედიის მიერ მიწოდებულ მსგავს ინფორმაციაზე არ რეაგირებს, თუ საჩივარი კონკრეტული მოქალაქის სახელით არ არის წარმოდგენილი.

სიჩუმე, რომელიც ქაოსს ამყარებს ?

როდესაც ქვეყნის ცენტრალური საფინანსო რეგულატორი უგულებელყოფს ჟურნალისტურ გამოძიებას, სადაც ჩამოთვლილია სამართლებრივი დარღვევები, ეს მხოლოდ ერთი მარეგულირებლის პრობლემა აღარ არის, ეს უკვე სისტემური სისუსტის, გულგრილობისა და ინსტიტუციური ცინიზმის ნიშანია.

ეროვნული ბანკი, როგორც დამოუკიდებელი ორგანო, ვალდებულია დაიცვას, არა მხოლოდ ცალკეული მსესხებელი, არამედ საზოგადოებრივი ინტერესი მთლიანობაში.

როდესაც მედიამ ამოხსნა დარღვევების მექანიზმი, წარმოადგინა სამართლებრივი დასაბუთება და მოითხოვა რეაგირება, ამაზე უარი ნიშნავს, რომ სახელმწიფო მარეგულირებელი ინსტიტუტი, როგორიც სებ-ია , მფარველობს მტაცებლურ ფინანსურ პოლიტიკას. პოლიტიკას, რომელიც ყოველდღიურად ათასობით ქართველ ოჯახს ტოვებს სესხის მახეში.

სხვა ქვეყნებში მედიის მიერ წარმოდგენილი ინფორმაცია საბანკო რეგულატორებისთვის არის საგანგაშო სიგნალი, ინსპექტირების საფუძველი, სისტემური შეფასების მიზეზი. საქართველოში კი იგივე ინფორმაცია გადადის უჯრაში იმ არგუმენტით, რომ „არ არის კონკრეტული მსესხებლის საჩივარი“. თითქოს ჟურნალისტური გამოძიება, საჯარო მტკიცებულებები და ფაქტები, არა მოქალაქის ხმა, არამედ ბრმად მონიშნული ფურცელია.

,,რიკო კრედიტის „ზვავის ეფექტი“ და ეროვნული ბანკის დუმილი :

შპს „რიკო კრედიტი“, როგორც ჩვენი გამოძიებით დადგინდა, იყენებს პროგრესულ საპროცენტო მოდელს, ანუ, თუ მსესხებელი დროულად ვერ ფარავს თანხას, პროცენტი იზრდება და მასზე პროცენტიც ემატება. შედეგად, ადამიანი, რომელმაც შესაძლოა 3 000 ლარი ისესხა, რამდენიმე თვეში ვალდებული ხდება 8 000 ან 10 000 ლარი დაფაროს.

ეს სქემა აშკარად არღვევს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილ ეთიკური დაკრედიტების წესებს, რომლებიც ზუსტად იმის თავიდან აცილებას ემსახურება, რასაც დღეს რიკო კრედიტი აკეთებს. დამაინც, სებ-ისთვის ეს ყველაფერი საკმარისი არ აღმოჩნდა რეაგირებისათვის.

კიდევ უფრო შემაშფოთებელია ბანკის პოზიცია იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ კომპანია ცვლის ხელშეკრულების პირობებს მომხმარებელთან შეუთანხმებლად. ეს ქმედება აშკარად ეწინააღმდეგება 2018 წლის 29 ივნისის №60/04 დადგენილებას ( „მომხმარებელთა უფლებების დაცვის წესების შესახებ“ ) , მაგრამ ამ შემთხვევაშიც – სიჩუმეს ვღებულობთ.

მორალური პასუხისმგებლობა, რომელიც არ არსებობს ?

საქართველოს ეროვნული ბანკი არის ის ინსტიტუცია, რომელიც ხშირად საუბრობს ფინანსური განათლებისა და სამართლიანი ბაზრის პრინციპებზე. თუმცა, როცა საქმე საქმეზე მიდგება, როცა რეალურად იკვეთება მოქალაქეთა უფლებების დარღვევა, ფსიქოლოგიური ზეწოლა, არაგამჭვირვალე საპროცენტო პოლიტიკა და მონაცემთა უკანონო დამუშავება – ,,სებ”-ი კვლავ უჩვეულო სიმშვიდეს ინარჩუნებს, ისე როგორც სასაფლაოზე სამუშაო დღეს.

ეს უკვე, არა უბრალოდ ბიუროკრატიული გულგრილობაა, არამედ მორალური გადაცდომა, როდესაც სახელმწიფო ინსტიტუტი, რომელიც ხალხის დაცვისთვის არსებობს, მტაცებლისა და მსხვერპლის შორის ნეიტრალიტეტს იჩენს, სინამდვილეში, ის აგრძელებს ძალადობის წახალისებას.

საქართველოში დღეს არაერთი მოქალაქე დგას ფინანსური კოლაფსის ზღვარზე სწორედ იმიტომ, რომ მსგავსი ორგანიზაციები, როგორიცაა „რიკო კრედიტი“, ფუნქციონირებენ სანქციის შიშის გარეშე. მათ ზურგს უკან დგას, არა მხოლოდ ბიუროკრატიული ინერტულობა, არამედ სისტემური ინდიფერენტულობა, როცა სახელმწიფო მარეგულირებელი უბრალოდ ვერ ხედავს ადამიანურ ტრაგედიას ციფრების მიღმა.

დასკვნა :

დროა მოქალაქის ხმა ისმოდეს !

,,GEO NEWS”-ის საჩივარი არ არის ერთი ჟურნალისტის პროტესტი – ეს არის მცდელობა, რომ სახელმწიფომ შეხედოს იმ ადამიანებს, რომლებიც სესხის გადაუხდელობის გამო კარგავენ სახლს, ბიზნესს, ღირსებას. ეროვნული ბანკის სიჩუმე ამ ტრაგედიას მხოლოდ ამყარებს.

იმ მავნებლურ საქმიანობაზე, რასაც შპს რიკო კრედიტი ეწევა და ზოგადად ეროვნული ბანკის მიერ არაშესაბამისი ადმინისტრირების პრობლემაზე არაერთჯერ დაიწერა ჩვენი სოციალური მედიის რესურსებზე, რომელსაც დანართის სახით დაბლა გთავაზობთ.

როდესაც ინსტიტუცია, რომელიც ფინანსურ სტაბილურობაზეა პასუხისმგებელი, ვერ ხედავს მოქალაქის საჭიროებას, ის კარგავს საკუთარ არსს.

სხვაგან შესაძლოა, ეს იყოს ბიუროკრატიული ხარვეზი. საქართველოში კი ეს უკვე მორალური კატასტროფაა.

( გაგრძელება იქნება )

ირაკლი კერესელიძე, თამთა მაისურაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor