• July

    28

    2025
  • 56
  • 0
ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მსმენელებმა საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს

ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის მსმენელებმა საგანმანათლებლო პროგრამა დაასრულეს

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში მაგისტრატურის კურსდამთავრებულთა გამოშვების ცერემონია გაიმართა. მსმენელებს სამაგისტრო პროგრამის წარმატებით დასრულება თავდაცვის მინისტრის მოადგილემ – გრიგოლ გიორგაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ – გენერალ-მაიორმა ირაკლი ჭიჭინაძემ, ასევე ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა – ბრიგადის გენერალმა მამია ბალახაძემ მიულოცეს და ახალ პროფესიულ გზაზე წარმატებები უსურვეს.

მინისტრის მოადგილემ სიტყვით მიმართვისას ყურადღება, განათლების მნიშვნელობაზე გაამახვილა და აღნიშნა, რომ განათლების მხარდაჭერა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია და ეროვნული თავდაცვის აკადემია ამ კუთხით განსაკუთრებული დატვირთვის მქონე სასწავლო დაწესებულებაა.

მაგისტრანტებს სიტყვით მიმართა ეროვნული თავდაცვის აკადემიის მაგისტრატურის ხელმძღვანელმა, პოლკოვნიკმა ირაკლი უჩაძემ. ღონისძიების ფარგლებში მაგისტრატურის მეშვიდე გამოშვების კურსდამთავრებულებსა და წარჩინებულ მსმენელებს დიპლომები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.

ეროვნული თავდაცვის აკადემიას სამი სამაგისტრო პროგრამა აქვს: თავდაცვის ანალიზი, უსაფრთხოების კვლევები და სახელმწიფო რესურსების მართვა. მიმდინარე სასწავლო წელს სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამა 26-მა მსმენელმა დაასრულა. სამაგისტრო პროგრამები 18 სასწავლო საგნისგან შედგება. ეროვნული თავდაცვის აკადემიის სამაგისტრო პროგრამების გავლის შესაძლებლობა, თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროთი დაინტერესებულ ნებისმიერ მოქალაქეს აქვს.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor