• September

    16

    2025
  • 53
  • 0
ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ

დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიას პირველკურსელი იუნკერები შეუერთდნენ. წელს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერი ასზე მეტი აბიტურიენტი გახდა.

აკადემიის წარმომადგენლებმა პირველკურსელ იუნკერებს ეროვნული თავდაცვის აკადემიაში არსებული უსაფრთხოების წესები და სამართლებრივი საკითხები გააცნეს. იუნკერებმა სასწავლო აუდიტორიები დაათვალიერეს და ყაზარმებში გადანაწილდნენ. მათ დაურიგდათ სამხედრო ფორმა, რომლის მორგების შემდეგ, სამხედრო მოსამსახურეებთან ერთად, „ჯარისკაცის ულუფაც“ დააგემოვნეს.

სამხედრო ცხოვრების დაწყებამდე, ახალგაზრდებმა გაიარეს შიდა შესარჩევი ტური, რომელიც მოიცავდა ტესტირებას ფიზიკურ მომზადებაში, ფსიქოლოგიურ შერჩევასა და სამედიცინო შემოწმებას.

პირველკურსელი იუნკერები გაივლიან 5-კვირიან საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს (BCT). საკარანტინო პერიოდის შემდეგ, ისინი გააგრძელებენ სწავლას  საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამებზე: თავდაცვა და უსაფრთხოება, სამართალი, მენეჯმენტი, ინფორმატიკა, მექანიკის ინჟინერია და საავიაციო ინჟინერია.
საბაკალავრო საგანმანათლებლო პროგრამის დასრულებისას კურსდამთავრებულს მიენიჭება ბაკალავრის აკადემიური ხარისხი და ოფიცრის წოდება – ლეიტენანტი.

ეროვნული თავდაცვის აკადემიაში იუნკერის სწავლა და ცხოვრება სრულად ფინანსდება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიერ. მათთვის გათვალისწინებულია მზარდი სტიპენდია. იუნკერები აკადემიაში უზრუნველყოფილნი იქნებიან საცხოვრებლით, კვებით, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მატერიალური და საკანცელარიო ნივთებით, სამხედრო ფორმითა და აღჭურვილობით. აკადემიის ინფრასტრუქტურული გარემო სრულად პასუხობს სამხედრო ტიპის სასწავლებლის უმაღლეს სტანდარტებს. ეროვნული თავდაცვის აკადემიის დასრულების შემდეგ, იუნკერებს თავდაცვის ძალების ქვედანაყოფებში დასაქმების 100%-იანი პერსპექტივა ექნებათ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor