• December

    8

    2025
  • 156
  • 0
ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, დაბა ბაკურიანში სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცნობით, დაბა ბაკურიანში სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს

სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა სამართალდარღვევის ორი ფაქტი გამოავლინეს. ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული სატყეო სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაბა ბაკურიანში, სახელმწიფო ტყეში აღმოჩენილია, ჯამში, 10 კუბურ მეტრამდე უკანონოდ მოპოვებული წიწვოვანი სახეობის სამასალე მერქანი.

კანონდამრღვევების მიმართ შედგენილია სამართალდარღვევის ოქმები, ხოლო უკანონოდ მოპოვებული მორები შემდგომი განკარგვის მიზნით გადატანილია წაღვერის „საქმიან ეზოში“.

„ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტებზე კანონმდებლობა გამკაცრდა. სამართალდარღვევის  პრევენციისა და აღკვეთის  მიზნით პატრულირებას შესაბამისი რეგიონული სატყეო სამსახურების თანამშრომლები ახორციელებენ. ნებისმიერ გამოვლენილ კანონდარღვევაზე ტარდება შესაბამისი სანქციები“, – აღნიშნა ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსმა, კახა ცერცვაძემ.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor