• November

    21

    2024
  • 66
  • 0
ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორთან გაცნობითი შეხვედრა გამართა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის უფროსმა, ლევან ღირსიაშვილმა მსოფლიო ბანკის რეგიონულ დირექტორთან სამხრეთ კავკასიაში, როლანდ პრაისთან გაცნობითი შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატი ავრცელებს.

უწყების ცნობით, მხარეებმა კატასტროფის რისკის შემცირების ეროვნულ სტრატეგიასა და ადრეული შეტყობინების სისტემის შექმნის პროცესში მსოფლიო ბანკის მხრიდან მხარდაჭერის თაობაზე იმსჯელეს და სამომავლო თანამშრომლობის გაღრმავებაზე შეთანხმდნენ.

„შეხვედრას ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის კრიზისული ვითარების მართვის ცენტრის დირექტორი რუსუდან კახიშვილი და მსოფლიო ბანკის კატასტროფის რისკის მართვის უფროსი სპეციალისტი ტაფაძვა ირვინ დუბე ესწრებოდნენ“, – ნათქვამია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor