• April

    8

    2025
  • 66
  • 0
ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა

ეროვნულ გვარდიაში სამხედრო – სარიტუალო სამსახურის დღე აღინიშნა

საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის სამხედრო – სარიტუალო სამსახურს დაარსებიდან 29 წელი შეუსრულდა. იუბილესთან დაკავშირებით ეროვნული გვარდიის ტერიტორიაზე საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ეროვნული გვარდიის უფროსმა, ბრიგადის გენერალმა რომან ჯოხაძემ სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართა, მათ პროფესიული დღე მიულოცა, ღირსეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა და ქვედანაყოფის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

ღონისძიება სახელმწიფო ჰიმნის შესრულებით გაიხსნა. სარიტუალო სამსახურის პირადმა შემადგენლობამ სტუმრებს საჩვენებელი გამოსვლა შესთავაზა. ღონისძიების ფარგლებში  სამხედროების უწყებრივი მედლებით დაჯილდოების ცერემონიაც გაიმართა.

სამხედრო – სარიტუალო სამსახურის პირველი დანაყოფი –  „ცალკეული საპატიო ყარაულის ასეული“ 1996 წლის 8 აპრილს ჩამოყალიბდა, 2022 წლის 23 დეკემბერს საპატიო ყარაულს სახელწოდება შეეცვალა და „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ ეწოდა. „სამხედრო – სარიტუალო სამსახური“ მონაწილეობს სააღლუმო, სადღესასწაულო, პატივის მიგების, ასევე, უმაღლესი რანგის ოფიციალური დელეგაციების დახვედრისა და გაცილების ცერემონიებში. სამხედრო – სარიტუალო სამსახურში ჩარიცხვამდე მერიტუალეები სპეციალურ შერჩევასა და მომზადებას გადიან.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor