
- By Keti Khomeriki
- In მსოფლიო
ესპანეთში სტიქიის უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან
ესპანეთი ისევ მსოფლიოს ყურადღების ცენტრში რჩება, სადაც სტიქიის უმძიმეს შედეგებს ამ დრომდე ებრძვიან.
სინოპტიკოსების პროგნოზი არა დამაიმედებელია. ქვეყანაში არამდგრადი ამინდები ისევ შენარჩუნდება.
დახურული სკოლები, უნივერსიტეტები, უსახლკაროდ დარჩენილი ასეულობით მოქალაქე, დატბორილი სახლები და განადგურებული ინფრასტრუქტურა, დაღუპულები და დაკარგულები. ეს მოცემულობაა ესპანეთსა და ვალენსიაში, სადაც ორ კვირაზე მეტია დამანგრეველი წყალდიდობით გამოწვეულ სტიქიის უმძიმეს შედეგებს ებრძვიან.
სტიქიის გამეორების გამო ესპანეთის რამდენიმე რეგიონში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. ევაკუირებულია ათასობით ადამიანი, რომლებიც უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს. წითელი განგაშის დონეა გამოცხადებული სამხრეთით მდებარე მალაგანას და ჩრდილო აღმოსავლეთით მდებარე კატალონიაში, სადაც ხელისუფლება მოსახლეობას მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აფრთხილებს.
სტიქიას მოჰყვა მსხვერპლი – ბოლო მონაცემებით დაღუპულია 220-ზე მეტი, ხოლო ამ დრომდე დაკარგულად 89 ადამიანი მიიჩნევა. სტიქიის ზონაში მაშველებთან ერთად უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ მოხალისეები.
წინასწარი ინფორმაციით, ესპანეთში სტიქიის შედეგად გამოწვეული ზარალი ათ მილიონ დოლარს გასცდა.
მოამზადა ირაკლი გუნიამ





