• December

    24

    2024
  • 90
  • 0
ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამ რადიკალების სპეკულაციას წერტილი დაუსვა

ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნამ რადიკალების სპეკულაციას წერტილი დაუსვა

ოპოზიციის ბრალდება, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები დარღვევებით ჩატარდა და გაყალბდა უსაფუძვლოა – ამას კიდევ უფრო ამყარებს ეუთო/ოდირის საბოლოო დასკვნა, სადაც წერია, რომ არჩევნები თავისუფალ და კონკურენტულ გარემოში ჩატარდა და არჩევნების დღე და კენჭისყრის პროცესი კარგად იყო ორგანიზებული ცენტრალური საარჩევნო კომისიის მხრიდან.

ეუთო/ოდირი დადებითად მიიჩნევს, რომ იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში ელექტრონული არჩევნები პირველად ჩატარდა, ამ კითხით საინფორმაციო კამპანია იყო მაღალ დონეზე. ეუთო/ოდირი ასევე მზად არის დაეხმაროს ქვეყანას საარჩევნო პროცესების განვითარებაში, რისთვისაც მზაობა უკვე გამოთქვა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. ეუთო/ოდირთან სამომავლო თანამშრომლობისთვის მზად არის ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თავჯდომარე გიორგი კალანდარიშვილიც და, რაღა თქმა უნდა, რადიკალური ოპოზიცია ისევ საზოგადოების მოტყუებას ცდილობს და წარმოაჩენს ისე, რომ ეუთო/ოდირის ანგარიში 26 ოქტომბრის არჩევნებთან დაკავშირებით არის ნეგატიური, არადა ანგარიშში არ არის საუბარი იმ დარღვევებზე, რომელზეც მიმდინარე თვეების განმავლობაში ხელისუფლების ოპონენტები საუბრობდნენ.

რაც შეეხება მმართველი გუნდის პოზიციას, ,,ქართულ ოცნებაში” ეუთო/ოდირის მხრიდან ხელისუფლების მიმართ თავდასხმების ფონზე, მიესალმებიან ანგარიშში გაკეთებულ შეფასებებს. სახელისუფლებო გუნდში ამბობენ იმასაც, რომ ეუთო/ოდირის დასკვნით რადიკალური ოპოზიციის სპეკულაციებს საბოლოო წერტილი დაესვა.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor