• July

    1

    2024
  • 86
  • 0
ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც, მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით, დაემატა პუნქტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე მიიღეს რეზოლუცია, რომელსაც, მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით, დაემატა პუნქტი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის 31-ე ყოველწლიურ სესიაზე მიიღეს რეზოლუცია სახელწოდებით „ეუთო-ს როლი მიმდინარე უსაფრთხოების არქიტექტურაში: საპარლამენტო პერსპექტივა“, რომლის ავტორია ბელგიელი მალიკ ბენ აშური.

საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, მაკა ბოჭორიშვილის მოთხოვნით, რეზოლუციის ტექსტში შესწორება შევიდა და ჩაემატა საქართველოს შესახებ პუნქტი: რეზოლუცია „გმობს რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში, აფხაზეთსა და ცხინვალში/სამხრეთ ოსეთში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუარესებას, იქ მცხოვრები მოსახლეობის ძირითადი თავისუფლებების და ადამიანის უფლებების დარღვევას, ეთნიკური ქართველების მიმართ სხვადასხვა სახის დისკრიმინაციას. ასევე, ორივე რეგიონში არსებული ქართული კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიდან ქართული ნიშან-თვისებების წაშლასა და შეცვლას, რაც რუსეთის ფედერაციის მუდმივი საოკუპაციო და „რუსიფიკაციის“ პოლიტიკის პირდაპირი შედეგია“.

რეზოლუციის დამტკიცებამდე მაკა ბოჭორიშვილმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „როგორც გუშინ უკვე აღვნიშნე, რეზოლუციის ტექსტში არ არის ნახსენები ვითარება საქართველოს ოკუპირებული რეგიონების შესახებ და ეს აუცილებლად უნდა იყოს. აქტუალური და მნიშვნელოვანია, რომ საქართველო გვერდით არ დავტოვოთ და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ რეზოლუცია არ იყოს მიღებული საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული ვითარების ასახვის გარეშე. ამიტომ ტექსტი აქ არის და, გთხოვთ, გამოხატოთ მხარდაჭერა, რომ შევიტანოთ ეს შესწორება რეზოლუციაში“.

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor