
ექსკლუზივი : ადვოკატ ლევან ჭიღლაძის ხედვა ადვოკატურის კრიზისსა და აუცილებელ რეფორმებზე
ლევან ჭიღლაძე : ყველაზე მეტად იმ ადვოკატების მშურს, ვისაც მეტად შეუძლია სიტყვის თქმა მართლმსაჯულების დარბაზებში, ვინც წარმატებით იცავს მოქალაქეს, ქმნის განსხვავებულ პრეცედენტებს და ამყარებს ახალი ტიპის იურიდიულ აზროვნებას, თუნდაც საკონსტიტუციო სასამართლოს დონეზეც.
სწორედ ასეთ პროფესიონალებით უნდა ვამაყობდეთ და მათნაირი ადამიანები უნდა წარმოადგენდნენ ადვოკატთა კორპუსის სახეს. მათთვის ჯილდო მართლაც ალალი და დამსახურებული იქნება.
სწორედ ამიტომ, მე ვიწყებ აქტიურ საქმიანობას ჩრდილქვეშ დარჩენილი, მაღალი კლასის ადვოკატების გამოსავლენად, მათი საქმიანობის წარმოაჩენად და სამართლიანად გაკეთილშობილებისთვის. დაელოდეთ, მე თითოეულ მათგანს საზოგადოებას თავად გავაცნობ.
ასე აფასებს დღეს არსებულ სინამდვილეს ადვოკატი ლევან ჭიღლაძე, რომლის მოსაზრება ,,GEO NEWS”-მა ექსკლუზიურად მოიპოვა და რომელიც ადვოკატურაში მიმდინარე კრიზისსა და რეფორმების აუცილებლობაზე მიუთითებს.
ლევან ჭიღლაძე ხაზს უსვამს, რომ სწორედ ახლა არის დრო ისეთი ადვოკატების აღმოჩენისა და მხარდაჭერისა, რომლებიც წლების განმავლობაში ჩრდილქვეშ დარჩნენ, თუმცა საკუთარ საქმიანობაში ქმნიან რეალურ, გარდამტეხ ცვლილებებს.
„ეს ადვოკატები არიან პროფესიის ღირსეული საყრდენი – საზოგადოების ვალდებულებაა იცოდეს მათი სახელები, წარმატებები, ბრძოლები, პრინციპები“,- აცხადებს ჭიღლაძე.
მისი ინიციატივა არ შემოიფარგლება მხოლოდ შეფასებებით, ეს არის პრაქტიკული პროცესის დასაწყისი, რომლის ფარგლებშიც იგი გეგმავს თითოეული ასეთი ადვოკატის დეტალურ წარმოჩენას, მათი პროფესიული წვლილისა და იურიდიული მნიშვნელობის ფართო საზოგადოებაში გაცნობას.
„GEO NEWS“ უახლოეს დღეებში მკითხველს გააცნობს ამ ინიციატივის ავტორის ადვოკატ ლევან ჭიღლაძის მოსაზრებებს ვრცელ ინტერვიუში, რომელიც გლობალურად გამოკვეთს მრავალ პრობლემას, რაც ადვოკატთა კორპუსს აწუხებს და ამ პრობლემების ეფექტური გადაჭრის გზაბზეც გაგვიზიარებს საკუთარ ხედვას.
ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





