
ექსკლუზივი : ვახტანგ გომელაური პოსტს შეინარჩუნებს, იუსტიციის მინისტრის კანდიდატურა კი, კვლავ განხილვაშია
გუშინ ,,GEO NEWS”-მა გამოაქვეყნა სტატია სათაურით: ,,ვინ მოიაზრება იუსტიციის მინისტრობის ახალ რეალურ კანდიდატად” ?
სტატიაში მივუთითეთ, რომ არჩევანი იყო სამ კანდიდატს შორის : რატი ბრეგაძე, მამუკა მდინარაძე და თეა წულუკიანი, საიდანაც მეტი შანსები წულუკიანის მხარეს იყო.
ჩვენი ძალოვანი წყაროს უახლესი ინფორმაციით, სიახლე ასეთია :
,,წულუკიანს მთავრობაში არ დააბრუნებენ, რაც შეეხება მდინარაძეს, პარლამენტში რჩება და მისი დაწინაურება აღმასრულებელ ხელისუფლებაში არ იგეგმება. დიდი ალბათობით პოსტს დღევანდელი მინისტრი რატი ბრეგაძე დაიკავებს”.
იმ შემთხვევაში, თუ ამ მიმართებით სიახლეები გვექნება აუცილებლად მოგაწვდით.
გუშინდელ სტატიაში ჩვენ ასევე მიუთითეთ, რომ წყაროზე დაყრდნობით მოგაწვდიდით ინფორმაციას, შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრის კანდიდატთან დაკავშირებით, რაზეც ჩვენი წყარო გვეუბნება, რომ ამ წუთიერი ინფორმაციის თანახმად, მინისტრის პოსტს შეინარჩუნებს ბატონი ვახტანგ გომელაური, რომელიც წარმატებული და ეფექტური მინისტრია. მისი მინისტრობის პერიოდში შსს-ს მატერიალური სტრუქტურული დახვეწა მეტად განხორციელდა, პასუხისმგებელ პოზტებზე განმწესდნენ მაღალი კლასის პროფესიონალები, მათ შორის უშუალოდ მინისტრის გუნდი, მისი მოადგილეების გამორჩეული გუნდი, მათ შორის პირველი მოადგილის, ბატონი შალვა ბედოიძეს თაოსნობით, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია აღმასრულებელი ხელისუფლების სისტემაში და მათ განსაკუთრებული ძალისხმევა დაუთმეს სამინისტროს ისეთი თანამშრომლების გამოვლენას და მხილებას, რომლებიც არასაქმის კეთების, არამედ საბოტაჟისა და სახელმწიფოს დასუსტებით იყვნენ დაკავებულნი. მთლიანობაში ეს მოწადინება, რომელიც სამინისტროს ზედა ეშელონებიდან მოდის რაიონული სამმართველოების დონეზეც კი, ეფექტის მქონეა და ყველა თანამშრომელი წოდებისა და თანამდებობის მიუხედავად, მოწადინებულია პროფესიულად აღასრულოს საკუთარი მოვალეობა მოქალაქეებისა და სამშობლოს წინაშე.
სამართლებრივი პასუხისმგებლობა :
ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ გარკვეული პოლიტიკური პროგნოზის კეთება უმადური საქმეა, თუმცა ვითარება შესაძლოა შეიცვალოს კიდეც, რაზეც დამატებით ინფორმაციას ჩვენთვის მოწოდებისთანავე, თქვენთვის ხელმისაწვდომს გავხდით.
ქეთი ხომერიკი
,,GEO NEWS”





