• November

    2

    2024
  • 96
  • 0
ექსკლუზივი – ვინ მოიაზრება იუსტიციის მინისტრობის ახალ რეალურ კანდიდატად ?

ექსკლუზივი – ვინ მოიაზრება იუსტიციის მინისტრობის ახალ რეალურ კანდიდატად ?

ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ინფორმაციით, ახალი მინისტრთა კაბინეტის ფორმირების პროცესში ერთგვარი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია წინასწარმა მსჯელობამ იუსტიციისა და შინაგან საქმეთა ახალი მინისტრების კანდიდატების საკითხმა. 

რაც შეეხება შინაგან საქმეთა მომავალი მინისტრობის კანდიდატს, აღნიშნულზე ჩვენი წყარო ახლო მომავალში მოგვაწვდის საბოლოო ინფორმაციას, ხოლო იუსტიციის მომავალი მინისტრობის კანდიდატის საკითხზე კი, გადაწყვეტილება თითქმის მიღებულია.

ჩვენ კატეგორიულად არაფერს ვამტკიცებთ, თუმცა ხაზს ვუსვამთ, ჩვენი წყაროს კეთილსაიმედოობას, რომლის მიერ აქამდე მოწოდებული არც ერთი ინფორმაცია მცდარი არ აღმოჩნდა.

წყაროს მტკიცებით, განხილვადი იყო სამი პოტენციური კანდიდატურა : მომქმედი მინისტრი ბატონი რატი ბრეგაძე, ექს მინისტრი ქალბატონი თეა წულუკიანი და აღმასრულებელ ხელისუფლებაში პოტენციურად ახალი სახე ბატონი მამუკა მდინარაძე. 

არსებითად, ძირითადი წინააღმდეგობა გამოიწვია იმ საკითხმა უნდა დაბრუნებოდა, თუ არა ქალბატონი თეა წულუკიანი თავის ძველ სამინისტროს, რომელსაც 8 წლის განმავლობაში ეფექტურად ხელმძღვანელობდა და ასევე, ბატონი მამუკა მდინარაძე, რომელიც მაღალი კლასის იურისტია და ,,ქართული ოცნების” ლიდერშიპის გამორჩეული ფიგურაა.

დღევანდელი მდგომარეობით, მეტად სავარაუდოა, ქალბატონი წულუკიანის უკან დაბრუნება, თუმცა არსებობს მოსაზრება იმის თაობაზეც, რომ ბატონი მდინარაძე, როგორც გამორჩეული იურისტი, რომელსაც მრავალწლიანი საადვოკატო გამოცდილება უმაგრებს ზურგს, შესაძლოა, ახალი და ეფექტური მენეჯერი აღმოჩნდეს იმ სამინისტროში, რომლის გამართული მუშაობა სახელმწიფოს მდგრადობას უზრუნველყობს.

საქართველოს მომქმედი კონსტიტუციის თანახმად, არჩევნების მოგების შემდგომ, პირველ ადგილზე გასული პოლიტიკური ძალა ვალდებულია წარადგინოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი პარლამენტის პირველივე სხდომაზე და მოითხოვოს ნდობის გამოცხადება. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი წარმოადგენს სამთავრობო გუნდის ყველა მინისტრის კანდიდატს, რომელთაც პრემიერ-მინისტრთან ერთად ეყრებათ კენჭი. ამიტომაც, ის ფაქტი, რომ საკადრო გადაწყვეტილებების მომზადება უკვე დაწყებულია ერთმნიშვნელოვნად, მეტყველებს ,,ქართული ოცნების” მხრიდან საქართველოს საკონსტიტუციო რეგულირების ზედმიწევნით და განუხრელად შესრულებაზე. 

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor