
ექსკლუზივი – ზაქარია ლაშქარაშვილი საფრანგეთიდან ქართული ოპოზიციის უპერსპექტივობას აფასებს და ზურაბიშვილის რეალურ სახეს აღგვიწერს
ბატონი ზაქარია ლაშქარაშვილი საკმაოდ ცნობილი პიროვნებაა, რომელსაც ჯერ კიდევ წინა საუკუნის 80-იანი წლებიდან მჭიდრო კომუნიკაცია ჰქონდა ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის გამორჩეულ ფიგურებთან და თავადაც ჩართული იყო საქართველოს დამოუკიდებლობის გზაზე გადასადგმელი ნაბიჯების სრულყოფაში. იგი ათწლეულებია ემიგრაციაშია საფრანგეთში. მისი მდიდარი გამოცდილება წლების განმავლობაში, საქართველოს შიგნიდან და გარედან პოლიტიკურ პროცესებზე დაკვირვებისა და ანალიზის უნარი, საინტერესოს ხდის მას ჩვენი მკითხველისათვის, რამეთუ მას ხელეწიფება ღრმა პესპექტივაში დაინახოს და გაანალიზოს საქართველოს უახლოესი ისტორია, მათ შორის შეფასება მისცეს ისეთი წინააღმდეგობრივი ფიგურების საქმიანობას, როგორიც ჩვენი ,,ვაი” პრეზიდენტია. ბატონი ზაქარიას ორივე სამშობლო – საქართველოც და საფრანგეთიც, ასევე არის ზურაბიშვილის აღზრდისა და საქმიანობის არეალი, რაც ჩვენ გვაძლევს რწმენას, რომ ბატონი ზაქარიას შემდეგი შეფასება სალომე ზურაბიშვილის პიროვნებისა ნამდვილად ჭეშმარიტია. ,,GEO NEWS” ზაქარია ლაშქარაშვილს ექსკლუზიურად ესაუბრა.
ზაქარია ლაშქარაშვილი : სალომე ზურაბიშვილი ტრაგიკულად განწირული პიროვნებაა. ერთგვარი ღამურაა. რამეთუ, ვერც თავის ნამდვილ ფესვებს დაუბრუნდა და საბოლოოდ, ვერც ფრანგობა გამოუვიდა, რადგან საფრანგეთიდან მხოლოდ ნეგატიური აროგანტულობა შეითვისა სათანადო განათლებისა და სიღრმის გარეშე. ამის ნათელი მაგალითია, ის ,,გაქაჯება”, რაც მან საქართველოს პრეზიდენტად ,,ქართული ოცნების” მიერ მოყვანის შემდგომ გამოავლინა.
გინდა არ გინდა, გაგახსენდებათ დიდი გერმანელი ფილოსოფოსის ფრიდრიხ ნიცშეს უკვდავი სიტყვები, რაც მან საკუთარ წიგნში ,,ძალაუფლებისადმი” სწრაფვა აღნიშნა : ,,ადამიანის ნამდვილი არსის შესაცნობად მიეცით მას ძალაუფლება”.
–ბატონო ზაქარია, ჩვენთვის საინტერესო იქნებოდა ევროპის გულიდან, საფრანგეთიდან თქვენს მიერ დანახული ის პერსპექტივები, რაც დღეს რეგიონის რეალობას წარმოადგენს ?
-მე ვთვლი, რომ შესაძლებელია, იმ მძიმე გეოპოლიტიკური რეალობის ფონზე, რასაც ადგილი აქვს ჩვენთან, მეზობელ რეგიონებში, სადაც ორი ტრაგიკული კონფლიქტი მძვინვარებს – ომი უკრაინაში და დაპირისპირება ღაზაში ,,ქართული ოცნების” პოზიციები უნებლიედ შესუსტდეს, რადგან მდგომარეობა არაპროგნოზირებადია.
მე, როგორც ყველა ქართველი პატრიოტი მხარს ვუჭერ მშვიდობის პოლიტიკას, თუმცა ძალიან შეშფოთებული ვარ, რომ შედეგი არ აღმოჩნდეს დიდი გეოპოლიტიკური მოთამაშეების მიერ ჩვენი ქვეყნის ინტერესების და სუვერენიტეტის შეწირვა ფარული მიზნებისათვის.
–დაბოლოს, იმის გათვალისწინებით, რომ ზურაბიშვილის მეთაურობით ქართული ოპოზიცია ვერ ასახელებს, ვერც ერთ მტკიცებულებას არჩევნების გაყალბებისა, თუმცა დაჟინებით საუბრობენ, განცდებზე და აღქმებზე, როგორი იქნება თქვენი, როგორც გამოცდილებით დახუნძლული პროფესიონალის თვალით დანახული ქართული არჩევნების მიუკერძოებელი შეფასება ?
-ქვეყანაში არჩევნები თავისუფალ და მშვიდ გარემოში ჩატარდა, თუმცა მიმდინარე პოლიტიკური პროცესები არასახარბიელოდ გამოიყურება. რაც შეეხება ოპოზიციის პარლამენტში შესვლა არ შესვლის საკითხს, ეს არის თამაში და თავის აგდება.
მერწმუნეთ, ოპოზიცია შევა პარლამენტში, რაშიც გარკვეულ პრივილეგიებს მიიღებს. როგორც ეს უკვე არაერთხელ გვინახავს.
-როგორც ჩანს, მსგავსი ტყუილები ოპოზიციის ყოველდღიური რეალობა გახდა. იმასაც კი ამბობენ, რომ საქართველოს ბელარუსიზაცია ემუქრება, რაც ტყუილია – ,,მე პირადად ვიმყოფებოდი ბელარუსიაში, კარგი ქვეყანაა, რაღაც თვალსაზრისით შეიძლება საფრანგეთზე უკეთესიც კი, იყოს.
ირაკლი გუნია, ქეთი ხომერიკი





