
ექსკლუზივი : ,,იგეგმებოდა თუ არა 7 დეკემბერს თბილისში სხვადასხვა კონფესიების წარმომადგენლების ჩაცხრილვა და ქართველი ძალოვანებისთვის დაბრალება” ?
გუშინ ,,GEO NEWS”-მა გამოაქვეყნა ექსკლუზივი : ,,უკრაინელი ,,საბოტაჟნიკები” თბილისში ქართული ,,მაიდნის” მოსაწყობად ემზადებიან და სამართალდამცავებზე თავდასხმას გეგმავენ” ?
სტატიაში აღვნიშნავდით, რომ უკრაინელი მებრძოლების გამოყენება ქართველი სამართალდამცავების წინაააღმდეგ იგეგმებოდა. იქვე ვამბობდით, რომ გუშინდელ აქციაზე სხვადასხვა კომფესიების წარმომადგენლებიც აპირებდნენ გასვლას და ეს კიდევ უფრო მეტად ემოციურად დაძაბავდა ისედაც არსებულ მუხტს რუსთაველზე.
გუშინდელი აქცია მეტ-ნაკლებად მშვიდად ჩატარდა, თუ მხედველობაში არ მივიღებთ ცალკეულ პირებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებს. დღეს, იგივე ძალოვანი წყაროსგან მივიღეთ შოკისმომგვრელი ინფორმაცია:
გუშინ მთავარი განზრახვა იყო იმ ტიპის პროვოკაციის მოწყობა, რომელზეც პასუხისმგებლობა ქართველ სამართალდამცავებს დაეკისრებოდათ. ეს კი შემდეგნაირად უნდა განხორციელებულიყო – მას მერე, რაც სხვადასხვა კომფესიის წარმომადგენლები საქართველოს პარლამენტთან გამოჩნდებოდნენ უკრაინელი ,,ბერკუტის” გადაცმული მებრძოლები იმდაგვარ პროვოკაციას მოაწყობდნენ, რომ სროლის შედეგად მოხდებოდა რამდენიმე სასულიერო პირის ლიკვიდაცია, ან დაჭრა. სწორედ ეს იქნებოდა ე.წ. საკრალური მსხვერპლი, რასაც ქართველ სამართალდამცავებს დააბრალებდნენ. ამ გეგმის განსახორციელებლად საჭირო იყო იქ მყოფი პოლიციელების მაქსიმალური პროვოცირება შეტაკებაზე, რისთვისაც ნარკოტიკული და ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფი ათობით პროვოკატორი იქნა მობილიზებული. რომ არა ქართული სპეცსამსახურების ფარული, თუმცა ზუსტად გათვლილი და ეფექტური შეკავების ოპერაცია,ისიც მოხერხდებოდა, რომ ამ გალეშილ ბრბოს პოლიცია გამოეწვია და არეულობა დაწყებულიყო. ამ დროს ,,ბერკუტელი” სპეციალისტები მოახერხებდნენ ჩვენი სამართალდამცავების ზურგს უკან შერევას, შედეგად კი განხორციელებული სროლები პოლიციის მხრიდან ,,დაფიქსირდებოდა”. უმძიმესი პროვოკაციის მიზანი ქართველი პოლიციელების და უკეთეს შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლების მაქსიმალური დისკრედიტაცია იყო, რადგან ისე გამოჩნდებოდა, თითქოს მშვიდობიანი სასულიერო პირები ძალოვნებმა ჩაცხრილეს.
გონიერი მკითხველი კარგად მიხვდება თუ რა მასშტაბის სისხლისღვრა და საერთო ჯამში, სამოქალაქო დაპირისპირება იქნა აცილებული.
ის ფაქტი, რომ გუშინ საფრთხე ავირიდეთ დამშვიდების საფუძველს არ იძლევა, ამიტომაც, როგორც სპეცსამსახურებს, ისე თითოეულ გონიერ მოქალაქეს, რომელიც მოვლენების ეპიცენტრშია, წინდახედულება და გონიერება მოეთხოვება.
,,GEO NEWS” აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას სახელმწიფოსა და ქართული საზოგადოების წინაშე, შესაბამისად, სანდო წყაროებიდან ახალი ინფორმაციების მიღებისთანავე, სიახლეებს საკუთარ მკითხველს ოპერატიულად ამცნობს, რადგან მიგვაჩნია, რომ შექმნილ ვითარებაში არსებული საფრთხეების თავიდან არიდების ერთ-ერთი ყველაზე კარგი საშუალება საჯაროობაა.
ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე





