• November

    18

    2025
  • 1691
  • 0
ექსკლუზივი : მამუკა მდინარაძე ანზორ ჩუბინიძეს ,,საფლავს უთხრის” ?

ექსკლუზივი : მამუკა მდინარაძე ანზორ ჩუბინიძეს ,,საფლავს უთხრის” ?

უსაფრთხოების სისტემაში სავარაუდოდ დაძაბულობა სუფევს – რა დგას ანზორ ჩუბინიძის წინააღმდეგ მიმართული მამუკა მდინარაძის მოძრაობების უკან ?

,,GEO NEWS”-ს უსაფრთხოების სფეროში კომპეტენტურმა ( კონფიდენციალურმა ) წყაროებმა მიაწოდეს ინფორმაცია,  რომ ბოლო პერიოდში სახელმწიფო უსაფრთხოების კონტურში შეიემჩნევა ერთგვარი კოლეგიალური „ჩხვლეტები“ მამუკა მდინარაძის, გაძლიერებასთან პარალელურად.

შიდა ინფორმაციები ადასტურებს, რომ მდინარაძემ წარმატებით უზრუნველყო შსს-ზე საკუთარი ლიმიტირებული გავლენები და მნიშვნელოვანი კონტროლი გენერალურ პროკურატურაზე, თუმცა, ვერაფერს უხერხებს ,,სდსს”-ს, რომელშიც საკუარი გავლენა ვერ განავრცო, სწორედაც ჩუბინიძის ავტორიტეტის გამო.

ჩვენი სანდო წყაროების განმარტებით, უსაფრთხოების სისტემაში თითქოს ფორმირდება გავლენების ახალი არქიტექტურა, რომლის ერთ-ერთ შესაძლო სამიზნედაც აღმოჩნდა ,,სდსს”-ის ხელმძღვანელი ანზორ ჩუბინიძე – პიროვნება, რომელსაც შიდა წრეები ხშირად მოიხსენიებენ, როგორც „ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგულ და გამოცდილი ფიგურას“, ერთგვარ ძველი გუნდიდან შემორჩენილ „უკანასკნელ მოჰიკანს“ უსაფრთხოების მიმართულებით.

რა ხდება რეალურად ?

ჩვენი კონფიდენციალური წყაროების შეფასებით, თითქოს შეინიშნება მცდელობა ჩუბინიძის გავლენების შესუსტებისა – პირველ რიგში, მისი პოლიტიკურ-სტრატეგიული წონის დაკნინებით, შემდეგ კი მის შესაძლო ჩამოშორებითაც.

ამავე წყაროების ინტერპრეტაციით, სწორედ სუს-ის ახალი ხელმძღვანელის, მამუკა მდინარაძის, ირგვლივ შეიქმნა გუნდი, რომელიც ცდილობს სტრუქტურაში არსებული ისტორიული ბალანსი საკუთარი მხარის სასარგებლოდ გადაწყვიტოს.

როგორც ჩანს, მდინარაძეს საკუთარი თავი ბატონი ბიძინას ტოლი და სწორი წარმოუდგენია და ამ წადილს აყოლილი რეალობის აღქმას კარგავს.

რატომ არის ჩუბინიძე მნიშვნელოვანი ფიგურა ?

ჩუბინიძე წლების განმავლობაში ერთ-ერთ მთავარ სანდო სვეტად ითვლება ქვეყნის სტრატეგიულ უსაფრთხოების ბირთვში.

მისი ჩამოშორება, თუკი ასეთი სცენარი მართლაც არსებობს, პირდაპირ აისახება ბიძინა ივანიშვილის უსაფრთხოების კონტურზე, ვინაიდან ის ერთ-ერთI ყველაზე გამოცდილი და ნდობით აღჭურვილი კადრია.

კომპეტენტური წრეები აღნიშნავენ, რომ ივანიშვილის გარემოცვის ბოლო სერიოზული ბირთვების „დაშლა“ შესაძლოა, გახდეს მნიშვნელოვანი რღვევის წერტილი, რომელიც გუნდის შიდა ერთობას და სტრატეგიულ დაცვას ასუსტებს.

რისი შიში აქვთ მშვიდობის პოლიტიკის მხარდამჭერ ძალოვნებს ?

თუ ჩუბინიძე მართლაც გახდება მუქარის ობიექტი ან სისტემურად განდევნადი ფიგურა, ეს გადაწყვეტილება შესაძლოა, უარყოფითად აისახოს უსაფრთხოების სტაბილურობაზე და შექმნას ისეთი ვაკუუმი, რომლის შევსებაც გრძელვადიან რისკებს წარმოშობს.

ზოგიერთი ძალოვანი ამას უფრო მკვეთრადაც აფასებს :

„თუ ივანიშვილის ერთგულ, გამოცდილ და სტრუქტურულად გამძლე ფიგურებს სუს-ის შიგნით აკარგვინებენ პოზიციებს, ამან შეიძლება ქვეყნის სტრატეგიული უსაფრთხოების სისტემის ზედა ეშელონს დაარტყას.“

რა თქმა უნდა, არც ერთი უწყება არ ადასტურებს დაპირისპირების არსებობას, რაც ზოგადად სპეცსამსახურებს ახასიათებთ, თუმცა ჩვენი კონფიდენციალური წყაროები ამბავის რეალობას გვიდასტურებენ !

მათივე თქმით, ამგვარი ტიპის პროცესები, როგორც წესი, არასოდეს ხდება საჯაროდ და მათი ნიშნები მხოლოდ არაპირდაპირი ცვლილებებით იკითხება.

ასე რომ, ჩვენ ყურადღებით დავაკვირდებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ახლად გამხდარი ლეიტენანტის, მამუკა მდინარაძისა და ,,სდსს”-ის გენერალ-ლეიტენანტის, ანზორ ჩუბინიძის კულისებში მიმდინარე დაპირისპირებას, რის შესახებაც ჩვენ ბევრი კომპეტენტური ინფორმაცია გვაქვს, რასაც დროთა განმავლობაში საჭირო დოზებით გავაცნობთ ჩვენს მკითხველს. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor