
ექსკლუზივი : მამუკა მდინარაძე სუს-ში კადრების გასაწმენდად ემზადება – ლილუაშვილის „ობლებს“ განკითხვის დღე დაუდგათ ?
„GEO NEWS“-ის კონფიდენციალური წყარო პირდაპირ ,,მოდულიდან” გვატყობინებს : მამუკა მდინარაძემ ყველაზე სახიფათო როლი მოირგო – ის სისტემის „სანიტარი“ ხდება.
მას შემდეგ, რაც გრიგოლ ლილუაშვილის ეპოქა ასე უცებ და უსახელოდ დასრულდა ( შეგახსენებთ, სუს-ის ექს-შეფი ახლახან დააკავეს ), „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მთავარი იდეოლოგი მიხვდა, რომ მიუხედავად სამართლიანი დაკავებებისა, ქვეყანას ვერ უშველის !
ჩვენი ძალოვანი წყაროს ცნობით, მდინარაძეს მაგიდაზე უდევს იმ „ერთგული რაინდების“ სია, რომლებიც ხელფასს ბიუჯეტიდან იღებენ, მაგრამ გულით ისევ ლილუაშვილის „კონსპირაციულ სარდაფებში“ ცხოვრობენ.
„დიდი წმენდა“ ? ვინ დარჩება თამაშგარე მდგომარეობაში ?
ჩვენი წყაროს მტკიცებით, მდინარაძე არ აპირებს დროის კარგვას დიპლომატიურ საუბრებზე. მისი ლოგიკა რკინისებურია – თუ სისტემაში ლილუაშვილის მიმართ ლოიალური „მძინარე აგენტები“ დარჩნენ, ისინი ნებისმიერ წამს შეიძლება უმართავ ტორპედოებად იქცნენ.
„მამუკა ხვდება, რომ სუს-ში ჩაბუდებული ,,ლილუაშვილის გვარდია” ახლა დაჭრილი მხეცივითაა. ისინი სამშობლოს კი არა, თავიანთ ყოფილ ბოსს და იმ კაბინეტურ ინტრიგებს სცემენ თაყვანს, რომლითაც წლების განმავლობაში იკვებებოდნენ. მდინარაძემ იცის – თუ ახლა არ ამოძირკვავს მათ, ეს გავლენის აგენტები, ხვალ შეიძლება თავად აღმოჩნდნენ საკუთარი უწყებისგან დასმულ ,,მოსმენებზე’“,- აცხადებს წყარო.
სკანდალური დეტალები : შიში და ძრწოლა მოდულში ?
სუს-ის დერეფნებში ახლა ისეთი ატმოსფეროა, რომ თაგვის გაფაჩუნებაც კი „ღალატად“ აღიქმება.
თანამშრომლები, რომლებიც გუშინ ლილუაშვილის სურათზე ლოცულობდნენ, დღეს ცდილობენ დაამტკიცონ, რომ მამუკა მდინარაძის ფან-კლუბის დამფუძნებლები არიან.
თუმცა, მდინარაძეს, თავისი გონიერებითა და ჩვეული ცინიზმით, მათი „გულწრფელობის“ არ სჯერა. ის იწყებს სერიოზულ ფილტრაციას. მიზანი ერთია – უსაფრთხოების სამსახური უნდა გაიწმინდოს იმ ხალხისგან, ვისთვისაც სახელმწიფო ინტერესი მხოლოდ ლილუაშვილის მიერ დახაზულ სქემებში გადიოდა.
რატომ არის ეს სახიფათო ?
საქმე იმაშია, რომ დაკავებული ლილუაშვილის „ობლები“ შესაძლოა საერთოდ უმართავები გახდნენ. როდესაც პატრონი ციხეშია, ხოლო ახალი მმართველი „გაშმაგებული“ მოდის, აგენტურული ქსელი ხშირად დესტრუქციაზე გადადის. სწორედ ამიტომ, მდინარაძის ეს ნაბიჯი აღქმულია, როგორც პოლიტიკური ქირურგია ანესთეზიის გარეშე.
„GEO NEWS“ განაგრძობს მოვლენების ეპიცენტრიდან ინფორმაციის მოპოვებას – ვინ იქნება შემდეგი, ვისაც მდინარაძე „პენსიაზე“ გაუშვებს და ვინ აღმოჩნდება გისოსებს მიღმა თავის ყოფილ შეფთან ერთად ? ეს არის კითხვა, რომლის პასუხიც ყველას აინტერესებს !
( გაგრძელება იქნება )
ქეთი ხომერიკი, ირაკლი კერესელიძე
,,GEO NEWS”





