
ექსკლუზივი – მომავალი პრეზიდენტი ირაკლი ღარიბაშვილი, შს მინისტრი ალექსანდრე დარახველიძე, იუსტიციის მინისტრი მამუკა მდინარაძე, განათლების მინისტრი თეა წულუკიანი ?
ხვალ, 25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პირველი სხდომა გაიმართება. რა დროსაც მმართველი გუნდი სავარაუდოდ დაასახელებს საქართველოს პრეზიდენტობის ახალი კანდიდატის ვინაობას, რომლის შერჩევის დროსაც მთავარი პრიორიტეტი მისი პატრიოტული სულისკვეთება იქნება.
საგულისხმოა, რომ საქართველოში პირველად მოხდება საქართველოს პრეზიდენტის არაპირდაპირი წესით არჩევა.
ჩვენ სახელისუფლებო ელიტასთან დააახლოებული სანდო წყარო გვარწმუნებს, რომ სახელისუფლებო ძალაში, შიდა კონსულტაციების შედეგად, გამოკვეთილია საქართველოს პრეზიდენტობის ერთი კონკრეტული კანდიდატი, რომელსაც შემდგომში 300 კაციანი კოლეგია აირჩევს. მათ შორის, 150 დეპუტატი და 150 საკრებულოს წევრი.
პრეზიდენტობის კანდიდატად დასახელებული იქნება ბატონი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც საკუთარი პატრიოტიზმითა და ოჯახური ფასეულობებისადმი ერთგულებით განსაკუთრებით გამორჩეულია. იგი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მიღებული დიდი გამოცდილებით, სრულიად შესაფერისი კანდიდატია საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობის დასაკავებლად.
ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე ღირსეულად წარმოადგენს ქვეყანას საერთაშორისო არენაზე და საქართველოს არცერთ მოქალაქეს მისი არ შერცხვება, რასაც არაერთხელ ჰქონია ადგილი ,,მადამ” ზურაბიშვილის უცხო ქვეყნებში ვოიაჟების დროს.
წყაროს თქმით, ბატონი ღარიბაშვილის კანდიდატურასთან ერთად განიხილებოდნენ ,,ქართული ოცნების” სხვა გამორჩეული სახეებიც : ბატონი კახა კალაძე და ქალბატონი თეა წულუკიანი.
გარდა ამისა, ჩვენ ახლახან გამოვაქვეყნეთ სტატია იმის თაობაზე, თუ ვინ მოიაზრებოდა ახალ შინაგან საქმეთა მინისტრად და დავასახელეთ სამი სავარაუდო კანდიდატი : ბატონი ალექსანდრე დარახველიძე, ბატონი შალვა ბედოიძე და ბატონი ანზორ ჩუბინიძე. იქვე მივუთითეთ, რომ შსს-ს მომქმედი მინისტრი ბატონი ვახტანგ გომელაური საკუთარი სურვილით ტოვებდა თანამდებობას, რადგან მას კარგად ჰქონდა გააზრებული შსს-ს სისტემური განახლების აუცილებლობა.
როგორც წყარო გვეუბნება, ბატონი ანზორ ჩუბინიძე კვლავ სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე რჩება, ხოლო მომავალი შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატად ალექსანდრე დარახველიძე იქნება წარდგენილი.
დაბოლოს, ჩვენ ასევე ვწერდით იუსტიციის მინისტრობის შესაძლო კანდიდატების თაობაზე – განიხილებოდა სამი კანდიდატი : ქალბატონი თეა წულუკიანი, ბატონი მამუკა მდინარაძე და მომქმედი მინისტრი ბატონი რატი ბრეგაძე. შეჯერებული ინფორმაციით, იუსტიციის მინისტრობის კანდიდატად ცნობილი იურისტი მამუკა მდინარაძე იქნება წარდგენილი, რომელიც ერთის მხრივ, საკუთარი პროფესიონალიზმითა და გამოცდილებით გამორჩეულად მნიშვნელოვანი კადრია საპარლამენტო უმრავლესობაში, თუმცა, ასევე ხელეწიფება იუსტიციის სამინისტროს წარმატებული გაძღოლა.
რაც შეეხება ქალბატონ თეა წულუკიანს, ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგად, პოლიტსაბჭომ იუსტიციის მინისტრის პოსტიც მაგივრად, განათლების მინისტრის პოზიციაზე წარდგენა გადაწყვიტა.
ჩვენ განვაგრძობთ სანდო და ინფორმირებული წყაროებისგან შესაბამისი ინფორმაციების მოძიებას და ყველა აქტუალური ცვლილების თაობაზე ექსკლუზიურად მოგითხრობთ.
ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”





