• November

    8

    2024
  • 290
  • 0
ექსკლუზივი : მორაგბე საბა კილაძე დიდი სპორტული ასპარეზიდან საქართველოს სასახელოდ ემზადება

ექსკლუზივი : მორაგბე საბა კილაძე დიდი სპორტული ასპარეზიდან საქართველოს სასახელოდ ემზადება

ექსკლუზივი : ნიკო ნიკოლაძის ქალაქი მორიგი წარმატებისთვის ემზადება – საბა კილაძის გზა ფოთიდან ჩეხეთამდე და დიდი გამარჯვების მოლოდინი.

,,GEO NEWS” დღეს გაგაცნობთ 17 წლის მორაგბეს ფოთიდან, რომელიც ჩეხეთში გასამართ ევროპის ჩემპიონატის მატჩებისთვის საქართველოს U18-ის ნაკრებში მიიწვიეს.

საბა კილაძე უკვე რვა წელია, რაც რაგბში აქტიურად არის ჩართული. ის გვეუბნება, რომ მისთვის ნაკრებში თამაში სასიხარულოსთან ერთად, მოულოდნელიც იყო. სჯერა, რომ მონდომებითა და მოწადინებით ყველაფერს მიაღწევს, რადგან როგორც თვითონ ამბობს, მისთვის დიდი პატივია ითამაშოს ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად.

საბა კილაძე : პირველი ემოცია სიხარული და მოულოდნებლობა იყო. ჩემთვის ეს ბევრს ნიშნავდა. საკმაოდ დატვირთული და შრომატევადი საქმიანობაა, ამისთვის ფიზიკურად და მორალურად მზად ვიყავი. ჩემთვის დიდი პატივია, ვითამაშო ევროპის ჩემპიონის ტიტულის დასაცავად და ამისთვის მაქსიმუმს გავაკეთებ.

ის, რომ აღნიშნული ჩემპიონატი მისი სპორტული კარიერისთვის კარგი შესაძლებლობაა, ამაში დარწმუნებულია.

კილაძე აქტიურად ემზადება ჩემპიონატისთვის და სჯერა, რომ მისთვის ეს წარმატების მომტანი იქნება, რადგან როგორც ის გვიყვება, სპორტის ამ სახეობაში შეძენილი გამოცდილება, მას აუცილებლად დაეხმარება.

17 წლის მორაგბე ფოთიდან განსაკუთრებულ მადლობას უხდის ,,კოლხი რაინდებს”, ასევე მწვრთნელებს, რომლებმაც მის სპორტული კარიერაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს.

საბა კილაძე : ეს არის ჩემთვის ძალიან კარგი შესაძლებლობა შემდგომი განვითარებისთვის. ამ ჩემპიონატზე თავდაჯერებული მივდივარ, რადგან შეძენილი გამოცდილება აუცილებლად დამეხმარება მიზნის მიღწევაში. აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ,,კოლხი რაინდებს”, ჩემს მწვრთნელებს, რომლებმაც თავდაუზოგავად იშრომეს ჩემი განვითარებისთვის.

მჯერა, რომ მოწადინებითა და თავდაუზოგავი შრომით შევძლებ ჩემი სამშობლო სპორტის მსოფლიო არენიდან ვასახელო.

ირაკლი გუნია

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor