• September

    14

    2025
  • 136
  • 0
ექსკლუზივი : ,,მშვიდობა და განვითარება” – ირაკლი თავდგირიძის მთავარი გზავნილი ამომრჩეველს

ექსკლუზივი : ,,მშვიდობა და განვითარება” – ირაკლი თავდგირიძის მთავარი გზავნილი ამომრჩეველს

ქალაქ ბათუმის საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე, ბატონი ირაკლი თავდგირიძე არაერთხელ გამორჩეულა საკუთარი პასუხისმგებლობითა და მოქალაქეებზე ორიენტირებული საქმიანობით. მისი ხელმძღვანელობის პერიოდში, ბათუმში განხორციელდა არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული თუ სოციალური პროექტი, რომელიც დღეს, რეალურად ამსუბუქებს მოქალაქეთა ყოველდღიურ ცხოვრებას. ქალაქის ტრანსპორტის გაუმჯობესება, საცობების შემცირებისკენ მიმართული ნაბიჯები, სოციალური პოლიტიკის გაძლიერება – ეს არის იმ კონკრეტული საქმეების მცირე ჩამონათვალი, რაც საკრებულოს თავმჯდომარის მუშაობას უკავშირდება.

ბატონ ირაკლის კარგად ესმის, რომ ბათუმის დინამიური ზრდა საჭიროებს ახალ ხედვებსა და გაცილებით უფრო ინტენსიურ მუშაობას. სწორედ ამიტომ, როგორც მომავალი დეპუტატობის კანდიდატი ბათუმის აეროპორტის დასახლებიდან, იგი საკუთარ გეგმებში განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მოქალაქეთა ყოველდღიურ გამოწვევებსა და მათ დროულ გადაჭრას.

მისი საჯარო განცხადებებიდან ნათლად იკვეთება, არა მხოლოდ ქალაქის განვითარებაზე ორიენტირებული ხედვა, არამედ ქვეყნის უსაფრთხოებისა და მშვიდობის მნიშვნელობის ღრმა გააზრებაც.

ირაკლი თავდგირიძე ხაზგასმით აფასებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ შესრულებულ რთულ მისიას და მადლობას უხდის მის ახალ ხელმძღვანელს, ბატონ მამუკა მდინარაძეს. ეს კიდევ ერთხელ ცხადყოფს მის ერთგულებას ეროვნული ინტერესების დაცვისა და სახელმწიფოებრივი სიძლიერის განმტკიცების მიმართ.

მოქმედი საკრებულოს თავმჯდომარე და მომავალში დეპუტატობის კანდიდატი ირაკლი თავდგირიძე წარმოჩენილია, როგორც მკაფიოდ პრაგმატული, პროდასავლური მშვიდობისა და განვითარების მომხრე, რომლის მთავარი მიზანიც არის, რომ ბათუმი და მთლიანად ჩვენი ქვეყანა გახდეს უფრო კომფორტული და უსაფრთხო გარემო, როგორც მოქალაქეებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის.

,,GEO NEWS” ირაკლი თავდგირიძის ექსკლუზიურ ინტერვიუს გთავაზობთ.

-ბატონო ირაკლი, იმ მნიშვნელოვანი სამუშაოს გათვალისწინებით, რაც უკვე გაწიეთ, რა ახალი პროექტები და პერსპექტივები იკვეთება თქვენი მხარის მოსახლეობის სასიკეთოდ ? ზოგადად, როგორი პოლიტიკური დინამიკაა რეგიონში, გაგვიზიარეთ თქვენი განწყობა ?

-მოგესალმებით და მივესალმები თქვენს აუდიტორიას ! მსურს გამოვხატო თქვენი სარედაქციო პოლიტიკის მიმართ დიდი პატივისცემა და გისურვოთ წარმატებები !

რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვებს, შევეცდები თითოეულ კითხვას, სრულყოფილი პასუხი გავცე.

ამ ეტაპისთვის, არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა ჩვენს ქალაქში, როგორც ინფრასტრუქტურის, ისე სოციალური პოლიტიკის გაუმჯობესების კუთხით ! მოგეხსენებათ, რომ ქალაქი დღითიდღე იზრდება და ამასთანავე, იზრდება მოთხოვნილებებიც შესაბამის დინამიკაში. ჩვენი გუნდი ვაპირებთ ამ მიმართულებით მუშაობის კიდევ უფრო ინტენსიურად გაზრდას, თითოეულ დასახლებაში დღეს არსებული გამოწვევების, იქნება ეს საზოგადოებრივ ტრანსპორტთან თუ სხვა ყოველდღიურ მოთხოვნებთან შესაბამისობაში, აღნიშნული საკითხების უმოკლეს ვადებში გადაჭრას. ამასთანავე, გვაქვს კონკრეტული გეგმები და ხედვა, თუ რა მიმართულებით უნდა მოხდეს განვითარება საქალაქო პოლიტიკის, რათა ჩვენი ქალაქი უფრო მეტად განვითარდეს და გახდეს მეტად კომფორტული, როგორც ადგილობრივებისთვის, ისე ჩვენი სტუმრებისთვის !

მათ შორის უმთავრეს ამოცანად რჩება, საქალაქო ტრანსპორტის კიდევ უფრო მეტად განვითარება და ამასთანავე, საცობების მინიმუმამდე დაყვანა. გასული 4 წლის მანძილზე, არაერთი პრობლემა იქნა მოგვარებული, თუმცა მოგეხსენებათ, რომ ეს საკმარისი ნამდვილად არ არის !

-ბათუმელებისთვის თქვენი გამორჩეული პიროვნება კარგადაა ცნობილი, თუმცა ამასთანავე, თქვენ ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რესპონდენტიც ბრძანდებით, ვისი ანალიტიკური აზროვნებაც ჩვენს მკითხველს ძალზედ უყვარს, ამიტომაც, გთხოვთ, შეგვიფასოთ საქართველოში ბოლო დროს განვითარებული დინამიური მოვლენები და აღნიშნულთან დაკავშირებით თქვენი მოსაზრებები ?

-რაც შეეხება საქართველოში ბოლო პერიოდში განვითარებულ პოლიტიკურ მოვლენებას და ამის შეფასებას.

მოგეხსენებათ თუ რა პროცესები მიმდინარეობს ჩვენს უშუალო მეზობელ სახელმწიფოებში, რა გამოწვევები დგას ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების და მშვიდობის შენარჩუნების კუთხით !  პრაქტიკულად ყოველდღიურ რეჟიმში, მთავრობას და უსაფრთხოების შესაბამის უწყებებს, უწევთ გამკლავება იმ საფრთხეებთან, რაც გარედან მომდინარეობს.

კარგად მოგეხსენებათ, თუ რა საფრთხე იქნა აცილებული გასულ დღეებში და მსურს, ჩემის მხრივ, კიდევ ერთხელ ვუთხრა გულითადი მადლობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს და განსაკუთრებით ამ უწყების ახალ უფროსს, ბატონ მამუკა მდინარაძეს !

გასული წლების დინამიკას თუ გადავხედავთ, არაერთი ომი და დაპირისპირება ვიხილეთ, მათ შორის ჩვენს ორ მეზობელ სახელმწიფოს შორის. ამასთანავე, ის ტრაგედია, რაც ახლა უკრაინაში ხდება, განსაკუთრებულ ფასს სძენს მშვიდობის პოლიტიკას. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში არსებობენ ძალები, ვინც პირდაპირ იმართება გარე აქტორების მიერ და ვისთვისაც მთავარი ამოცანა, არა ეროვნული ინტერესები, არამედ კონკრეტული ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ, ამ ინტერესების დაზიანებაა !

მსურს დარწნუნებით მოვახსენო თქვენს მკითხველებს, რომ ისევე, როგორ ყოველჯერზე, მათი ყოველი დესტრუქციული და ანტისახელმწიფოებრივი მქედება იქნა აღკვეთილი, ასე იქნება მომავალშიც და ყველას, ვინც გარე დავალებებით ცდილობს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაზიანებას, მიიღებს უმკაცრეს პასუხს, რა თქმა უნდა, კანონის სრული დაცვით !

-იმის გათვალსიწინებით, რომ ფაქტობრივად, მმართველ ძალას დღეს პოლიტიკური ოპოზიცია აღარ გააჩნია და ე.წ. ოპოზიცია გარედან დაფინანსებულ, ანარქისტულ მოძალადე ჯგუფებად გვევლინება, რამდენად არსებობს საფრთხე იმისა, რომ წინასააარჩევნო პროცესებმა უმართავი და აგრესიული სახე მიიღოს და რას გვიქადის ეს ყოველივე ? დაბოლოს, გთხოვთ, თუ რაიმე სურვილი ან მოსაზრება გაქვთ, რომელიც გინდათ გაუზიაროთ ჩვენს მკითხველს და ის კითხვის ფორმატით არ არის მოცული, გაგვანდოთ….

-ერთის მხრივ, მართლაც უკონკურენტო ძალის წარმომადგენელი ვარ დღეს არსებულ პოლიტიკურ რეალობაში და იმის გათვალისწინებით, რომ ოპოზიციად წოდებულ ძალას და უფრო ზუსტად – ,,ნაცმოძრაობას” მისი სატელიტებით, კარგად ესმის ის გარემოება, რომელშიც ის აღმოჩნდა და რომელიც დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს მომავალში უკვე საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ იქნება ანტისახელმწიფოებრივ და მოღალატეობრივ ორგანიზაციად გამოცხადებული, სხვა არაფერი რჩებათ გარდა ნაცადი დესტრუქციის და არსებული პოლიტიკური ფონის, მაქსიმალური გამძაფრების. ისინი ყველა ხერხს მიმართავენ იმისათვის, რომ ერთის მხრივ, გარე მეპატრონეებს დაანახონ, რომ ჯერ კიდევ პოლიტიკურ სცენაზე, ქართველი ამომრჩევლისთვის ანგარიშგასაწევ ძალად რჩებიან, ხოლო მეორეს მხრივ, საკუთარი პოლიტიკური მომავლის გადასარჩენად ილტვიან.

აქაც მსურს დაგამშვიდოთ და გითხრათ, ყოველი ე.წ მაიდნიზაციის მცდელობა, არის ამ ანტისახელმწიფოებრივი ძალის, ფანტაზიის ნაყოფი, რომელსაც არავითარი პერსპექტივა არ გააჩნია. ბოლო წლების მანძილზე, საზოგადოებამ ზუსტად იხილა ამ ძალის ზნე და ზრახვები.

ბოლოსკენ კი მსურს მივმართო ჩვენს მოქალაქეებს და ვთხოვო, 4 ოქტომბერს აუცილებლად მივიდნენ მათ საარჩევნო უბნებზე და მხარი დაუჭირონ, ქვეყნის მშვიდობას და მეტ განვითარებას !

ქეთი ხომერიკი

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor