• December

    6

    2025
  • 293
  • 0
ექსკლუზივი :  „ოპერაცია ნისლი“ – მოკიდებენ თუ არა ხელს ვახტანგ გომელაურს ?

ექსკლუზივი : „ოპერაცია ნისლი“ – მოკიდებენ თუ არა ხელს ვახტანგ გომელაურს ?

ექსკლუზივი – ვახტანგ გომელაურს ხელბორკილებს დაადებენ ?

,,GEO NEWS”-ის უმაღლესი რანგის ძალოვანი – კონფიდენციალური წყარო იუწყება, რომ უახლოეს დღეებში შესაძლოა, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური დააკავონ ! ამავდროულად, ,,ელემენტარული ქიმიის” არასათანადო ცოდნას შესაძლოა, გადაყვეს ,,ლეგენდარული” ხარება და გდდ-ს არაერთი დაბალი რგოლის თანამშრომელი. 

ბრალდება : არა მხოლოდ პოლიტიკური შეცდომა, არამედ საქართველოს დისკრედიტაცია და საბოტაჟი გარე ძალებთან შესაძლო შეთანხმებით.

„აღიარება“, როგორც საბოტაჟი ?

გომელაურის უადგილო და შოკისმომგვრელი აღიარება :

ვახტანგ გომელაური : „ეს ნივთიერებები, რაზეც ისინი ლაპარაკობენ, ნამდვილად ჰქონდა შეძენილი შინაგან საქმეთა სამინისტროს და იყენებდა მას, ოღონდ 2012 წლამდე. თუ არ ვცდები ბოლო შეძენა 2009 თუ 2010 წელს უნდა იყოს განხორციელებული, მას შემდეგ შსს-ს ის არ შეუძენია და გამოუყენებია.

მთელი პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, რომ „ნაცებმა“ კატა გამოთხარეს“ !

საინტერესოა, ისეთი გამოცდილი შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი და სუს-ის ყოფილი ხელმძღვანელი, როგორიც ვახტანგ გომელაური გახლავთ, იაზრებდა თუ არა, რომ ოფიციალური გამოძიების დადასტურებულ შედეგებამდე, მისი განცხადება ქიმიური პრეპარატების შსს-ის საკუთრებაში არსებობის თაობაზე, ნაჩქარევი, გაუაზრებელი და ზერელე იყო ! 

შოკისმომგვრელი წინააღმდეგობა : როგორ შეიძლება ყოფილი შს მინისტრი, ნებსით თუ უნებლიედ, ეწინააღმდეგებოდეს მოქმედ უსაფრთხოების სამსახურს ისეთ მგრძნობიარე საკითხზე, რაც ქვეყნის იმიჯს პირდაპირ აზიანებს ?!

ჩვენი სანდო შიდა წყაროს ვერსია : წყარო მიანიშნებს, რომ ეს იყო დაგეგმილი ნაბიჯი საქართველოს ხელისუფლების გარედან დესტაბილიზაციის სცენარში, სადაც გომელაური „დავერბოვკებული“ ან მანიპულირებული ფიგურა გახდა.

სუს-ის გამოძიება – პიკი !

სუს-ის საქმე, რომელიც თავდაპირველად უბრალო „ოპერატიულ შეცდომად“ ჩანდა, ახლა სახელმწიფო უსაფრთხოების რღვევის მცდელობად განიხილება.

მთავარი კითხვა : ვინ იდგა ქიმიკატის საიდუმლო, არასტანდარტული შეძენის და შემდეგ გომელაურის „აღსარების“ უკან ?

ჩვენი წყარო გვიმტკიცებს, რომ მოსალოდნელია დაპატიმრებების ტალღა.

,,ვიმეორებ, გომელაური, ხარება და გდდ-ს რამდენიმე დაბალი რგოლის თანამშრომელი არ იქნება ერთადერთი. სუს-ი ამზადებს მასალებს სხვა „ჩრდილოვანი ფიგურების“ წინააღმდეგ, რომლებიც ამ სკანდალში არიან ჩართულნი”,- გვიმტკიცებს წყარო. 

ვახტანგ გომელაურის საქმე აღარ არის მხოლოდ პოლიტიკა – ეს არის სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართული დანაშაული ?!

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აგრძელებს გამოძიებას იმ შესაძლო დანაშაულის შესახებ, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 319 -ე მუხლით არის გათვალისწინებული და უცხოეთის ორგანიზაციისთვის მტრულ საქმიანობაში დახმარებას გულისხმობს. როგორც ნებისმიერი თავმოყვარე სახელმწიფოს უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელი ორგანო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მომავალშიც განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს პოლიტიკური სტაბილურობისა და უსაფრთხოების საკითხებს, როგორც ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას უსაფრთხოების სფეროში“, – განაცხადა სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ.

შეგახსენებთ, გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 4 – 5 დეკემბრის ღამით მასების მართვისათვის გამოყენებული იქნა ნივთიერება „ქლორობენზილიდინ მალონონიტრილი“, რომლის გამხსნელადაც გამოიყენეს ნივთიერება „პროპილენ გლიკოლის“ ხსნარი. აღნიშნული ნივთიერებებიდან არც ერთი არ განეკუთვნება აკრძალულ ნივთიერებათა კატეგორიას, -ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამართულ ბრიფინგზე სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილემ, ლაშა მაღრაძემ განაცხადა.

,,GEO NEWS” მკითხველს წყაროს მიერ მიწოდებულ დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე აცნობებს. 

( გაგრძელება იქნება )

ქეთი ხომერიკი, გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor