• November

    13

    2025
  • 110
  • 0
ექსკლუზივი : როგორ აჩერებს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საეჭვო დუმილი ბაირონ აბრამიშვილის ბიზნესს 

ექსკლუზივი : როგორ აჩერებს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს საეჭვო დუმილი ბაირონ აბრამიშვილის ბიზნესს 

როდესაც ბიზნესი ინვესტირებას ახდენს და მზად არის ოპერირებისთვის, ყველაზე დამანგრეველი ფაქტორი ხშირად კონკურენცია, ან საბაზრო რისკი კი არ არის, არამედ გაჭიანურებული ადმინისტრაციული პროცედურები.

ბიზნესმენ, შპს ,,ნიმათეს” დამფუძნებელ, ბატონ ბაირონ აბრამიშვილის შემთხვევა, რომელიც უკვე წელიწადზე მეტია მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს ლიცენზიის მოლოდინშია, ამ ბიუროკრატიული ტყვეობის ნათელი მაგალითია.

ბაირონ აბრამიშვილის წარმომადგენლის მიმართვა მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოსთან, რომელიც 2023 წლის ივნისით თარიღდება, დღემდე პასუხგაუცემელია არსებითი შინაარსით.

ერთი წელი დუმილის წრეში ?!

ბაირონ აბრამიშვილმა, რომლის საწარმოო საქმიანობა პირდაპირ არის დამოკიდებული მინერალური რესურსების მოპოვების ლიცენზიის გაცემაზე, განაცხადი კანონით დადგენილი წესით შეიტანა 2023 წელს. ამის შემდეგ, კომპანიის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ სააგენტოსთან კომუნიკაციას.

როგორც შესწავლილი დოკუმენტაცია ადასტურებს, მათ არაერთხელ მიმართეს უწყებას წერილობით.

მაგ : ერთ-ერთ საპასუხო წერილში, სააგენტოსგან მიღებულია დადასტურება განაცხადის რეგისტრაციის ნომერზე – 8585, რაც ნიშნავს, რომ განაცხადი ფორმალურად მიღებულია და პროცესშია.

2024 წლის აპრილში, ბატონი აბრამიშვილის წარმომადგენლის მიერ შეტანილია კიდევ ერთი განცხადება, რაც ხაზს უსვამს პროცესის ხელოვნურ გაჭიანურებას.

ამონარიდი დოკუმენტიდან : ,,გვეუბნებიან, რომ განხილვის ეტაპზეა, მაგრამ უკვე წელიწადზე მეტი გავიდა. ჩვენი საწარმო ფაქტობრივად გაჩერებულია. ეს უმოქმედობა ფინანსურ ზარალს გვაყენებს და შეუძლებელს ხდის მომავალი გეგმების დასახვას”.

განაჩენი უმოქმედობით ?!

ადმინისტრაციული ორგანოს დუმილი და პროცესის გაჭიანურება ქმნის ყველაზე ცუდ სცენარს ბიზნესისთვის –
გაურკვევლობას.

რეალურად, მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტო, არც გასცემს ლიცენზიას და არც აცხადებს დასაბუთებულ უარს.

კანონმდებლობა ადმინისტრაციულ ორგანოს ავალდებულებს, გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება და დაუსაბუთებელი და გაჭიანურებული პროცესებით არ შეაფერხოს ბიზნეს საქმიანობა. როდესაც პასუხი გაურკვეველია და თვეების განმავლობაში მხოლოდ ფორმალური ფრაზით – ,,განხილვის ეტაპზეა”  შემოიფარგლება, ეს პირდაპირ ლახავს ბიზნესის ინტერესებს და აფერხებს ეკონომიკურ განვითარებას.

ბაირონ აბრამიშვილი, რომელიც მზად არის ოპერირებისთვის, ამჟამად იძულებულია დახარჯოს რესურსი ბიუროკრატიული წინააღმდეგობების დაძლევაზე, ნაცვლად იმისა, რომ საკუთარი ბიზნესი განავითაროს.

ეს შემთხვევა საგანგაშო სიგნალია იმ ინვესტორებისთვის, რომლებიც საქართველოში სწრაფი და გამჭვირვალე ლიცენზირების პროცესების იმედით შემოდიან.

გზა გამოსავლისკენ :

ბაირონ აბრამიშვილი და მისი კომპანია მოითხოვენ არა შეღავათს, არამედ კანონით დადგენილი პროცედურების დაცვას.

მინერალური რესურსების ეროვნულმა სააგენტომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს მკაფიო და არგუმენტირებული გადაწყვეტილება. ან უნდა გასცეს ლიცენზია, ან მოხდეს დასაბუთებული უარის თქმა, რაც ბიზნესს საშუალებას მისცემს, ან სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები, ან ალტერნატიული გეგმები შეიმუშაოს.

სანამ სააგენტოს დუმილი გრძელდება, ერთი კონკრეტული ბიზნესი გაჩერებულია, რაც საბოლოო ჯამში ქვეყნის ეკონომიკისთვის მიყენებული ზარალია.

P.S. ჩვენ, ბატონმა ბაირონმა დახმარებისთვის მოგვმართა, რადგან სხვა გზა არ დაუტოვეს. ჩვენ, ჩვენის მხრივ,  აუცილებლად დავუკავშირდებით მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს და მათ პოზიციასაც უცვლელად შემოგთავაზებთ. 

გთავაზობთ აბრამიშვილის წარმომადგენლის მიერ შეტანილ განცხადებებს და სააგენტოს პასუხს.

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor