
ექსკლუზივი : „სადაზღვევო პრიორიტეტები ბავშვების გარეშე – რატომ ვერ ხედავს „იმედი L“ პედიატრიულ გამოწვევებს“ ?
საქართველოში ხარისხიანი სადაზღვევო ბაზრის სისტემური დეფიციტი და ,,საქართველოს კაპიტალის” სისტემური გავლენები ?
საქართველოს სადაზღვევო ბაზარზე ორი მსხვილი მოთამაშე : „იმედი L“ და „ირაო“ უკვე წლებია აკონტროლებენ ჯანმრთელობის დაზღვევის მნიშვნელოვან წილს, თუმცა განსხვავებული საკომპენსაციო პოლიტიკა, განსაკუთრებით, ბავშვთა სტომატოლოგიასა და პედიატრიულ მომსახურებებზე, აჩენს კითხვებს იმის შესახებ, როგორ ფორმირდება პრიორიტეტები და რა გავლენას ახდენს ამ მიმართულებით სახელმწიფოს მიერ ნაკლებად რეგულირებული ბაზარი.
კომპანია „იმედი L“, რომელიც საქართველოს კაპიტალის ჯგუფის შემადგენლობაშია, საჯარო პოლიტიკის თვალსაზრისით, ხშირად პოზიციონირებს, როგორც „სანდო, სტაბილური და ინოვაციური“ ბრენდი. იმ ბიზნეს ჯგუფის მმართველ სტრუქტურას, რომელშიც ,,იმედი L” შედის, მრავალი წლის განმავლობაში, ხელმძღვანელობს ირაკლი გილაური, რომლის საჯარო გამოსვლებიც აფილირებულ კომპანიებში აქცენტს აკეთებდა გაძლიერებულ ფინანსურ ზრდაზე, მაგრამ იშვიათად – ვიწრო სოციალური სარგებლის მიმართულებებზე.
სამაგიეროდ, კონკურენტი კომპანია „ირაო“ , როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთლიანად უზრუნველყოფს არასრულწლოვანთა სტომატოლოგიური მომსახურების დაფინანსებას, სწორედ იმ სფეროს, რომელსაც ქართული ოჯახები ერთ-ერთ ყველაზე პრობლემურ და ძვირიან მიმართულებად ასახელებენ.
ამ შეუსაბამობამ გააჩინა კითხვა : რატომ არ ანიჭებს „იმედი L“ პრიორიტეტს ბავშვებზე ზრუნვას, ისეთივე მასშტაბით, როგორც კონკურენტი და რა დგას ამ განსხვავების უკან ?
ისტორიული კონტექსტი :
სადაზღვევო ბაზარი და „გილიაურის ეპოქა“ :
ირაკლი გილაური წლების განმავლობაშია ,,საქართველოს კაპიტალისა” და მისი შემადგენელი კომპანიების დომინანტი მმართველი.
მის მიერ მართული ჯგუფი მოიცავს :
ბანკებს;
სამედიცინო ქსელებს;
ფარმაცევტულ სექტორს;
სადაზღვევო კომპანიებს;
რეპორტაჟებში, რომლებსაც წარსულში სხვადასხვა მედია პლატფორმა აქვეყნებდა, გილაური იშვიათად საუბრობდა დაზღვევის სოციალური პასუხისმგებლობების ნაწილზე, ფოკუსი ძირითადად ფინანსურ სტრატეგიებზე, ინვესტიციებზე და ჯგუფის მოგებაზე კეთდებოდა.
საჯარო არქივებში მრავალი ვიდეომასალა და სტატიაც არსებობს, სადაც გილაური ამბობს ფრაზებს, როგორიცაა :
„მიზანია – ზრდა და ეფექტიანობა.“
„ჩვენი სტრატეგიაა ხარისხიანი, გამართული ფინანსური მოდელი.“
თუმცა, სპეციალისტების შეფასებით, ამ მიდგომამ არაერთ სფეროში გააჩინა სოციალური კომპონენტის ხარვეზები, განსაკუთრებით ისეთ ჯგუფებზე, როგორიცაა ბავშვები, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, არამსუბუქი სოციალური კატეგორიები.
„იმედი L“–ის პოლიტიკა არასრულწლოვანთა მიმართ :
მიზეზები და შედეგები :
დაზღვევის მომხმარებლებს შორის ყველაზე მწვავე უკმაყოფილება უკავშირდება იმას, რომ ბავშვთა სტომატოლოგია – სრულად არ ფინანსდება.
ეს ხდება მაშინ, როცა სხვა მსხვილი კომპანია, როგორიცაა „ირაო“, სრულად ფარავს :
კბილების მკურნალობას;
ტექნიკურ პროცედურებს;
პროფილაქტიკურ ვიზიტებს;
ეს განსხვავება რეალური ფინანსური ტვირთი ხდება ოჯახებისთვის, სადაც ბავშვებს ხშირი სტომატოლოგიური ჩარევები სჭირდებათ.
ექსპერტების შეფასება :
სადაზღვევო სფეროს სპეციალისტები აღნიშნავენ : „იმედი L”-ის მოდელი უფრო კონსერვატიულია და ბავშვთა მიმართულება მისთვის ფინანსურად არაპრიორიტეტულია, რადგან სტომატოლოგია მაღალ ხარჯებთან ასოცირდება.“
ამ ფონზე მშობლები ხშირად იხდიან 150 – 350 ლარს ერთ ვიზიტზე-მკურნალობაზე, მაშინ როცა სხვა კომპანიებში მსგავსი მომსახურება ნულის ტოლია.
სოციალური დისბალანსი : როცა ვიგებთ ზრდაზე და ვკარგავთ ადამიანებს ?
გილაურის მმართველობის პერიოდში ,,საქართველოს კაპიტალის” სტრუქტურა ცდილობდა :
ბაზრის გაძლიერებას;
მოგების ზრდას;
აქციონერების ინტერესების დაცვას;
მაგრამ ნაკლებად – ბალანსის დაცვას, ფინანსურ მოგებასა და სოციალური პასუხისმგებლობას შორის.
ბავშვებზე ზრუნვის იგნორირება ქმნის :
სამედიცინო უთანასწორობას;
არათანაბარ წვდომას პედიატრიულ მომსახურებებზე;
ოჯახის შემოსავალზე გაზრდილ ზეწოლას;
ბავშვების სტომატოლოგიურ მომსახურებაზე უარის თქმის რისკს;
ასე ხდება, როცა ბაზრის მსხვილი მოთამაშე არ ახდენს ინვესტირებას იმ სფეროში, სადაც ყველაზე მაღალი სოციალური საჭიროებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ეს საკითხი ?
საქართველოში ბავშვთა სტომატოლოგია სახელმწიფოს მხრიდანაც არასაკმარისად დაფინანსებულია, რის გამოც სადაზღვევო სექტორს ევალება შეავსოს ეს დეფიციტი.
თუ ერთ-ერთი მსხვილი სადაზღვევო კომპანია „იმედი L“ ამ სფეროს პრაქტიკულად საერთოდ არ აფინანსებს, იქმნება:
ბაზრის დეფექტი; სადაც მხოლოდ ერთი მოთამაშე ფარავს ამ მომსახურებას და ისევე მარტივად შეუძლია მისი შეწყვეტა.
არაკონკურენტული გარემო;
სოციალური სხვაობა ბავშვებში;
სადაზღვევო პოლიტიკა პირდაპირ აისახება ბავშვების ჯანმრთელობაზე.
რას ამბობს კომპანიის ოფიციალური პოლიტიკა ?
„იმედი L“-ის ოფიციალურ დოკუმენტებსა და პრესრელიზებში მრავლად გვხვდება ჩანაწერები : „კომპანია მუდმივად სწავლობს ბაზრის საჭიროებებს“ !
„ინტერესთა ბალანსი კომპანიის მთავარი ღირებულებაა“ !
თუმცა, პედიატრიული და სტომატოლოგიური მიმართულების გაძლიერება იქ უკვე წლებია უცვლელი რჩება, მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლების ყველაზე ხშირი პრეტენზიები სწორედ ამ ბლოკს უკავშირდება.
დასკვნა : სად უნდა დადგეს წერტილი ?
ფაქტია, რომ ბავშვთა სტომატოლოგიისა და ზოგადად პედიატრიული მოვლის დაფინანსება საქართველოში პრობლემურია.
ფაქტია, რომ სხვადასხვა სადაზღვევო კომპანია პრიორიტეტებს განსხვავებულად ადგენს, მაგრამ საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა, რომელსაც მოეთხოვება მსხვილ საინვესტიციო ჯგუფს, როგორიცაა საქართველოს კაპიტალი, ვერ უნდა ამოიწურებოდეს მხოლოდ ფინანსური ეფექტიანობით.
თუ მომავალი თაობის ჯანმრთელობა არ არის სადაზღვევო პრიორიტეტი, მაშინ სადაზღვევო ბაზარი მხოლოდ ფორმალურად ემსახურება საზოგადოებას და რეალურად — მხოლოდ მოგებას.
P.S. ჩვენ კარგა ხანია ამ კომპანიის ხარვეზებზე ვწერთ, რასაც მომავალშიც განვაგრძობთ.
იხ: ლინკები –
( გაგრძელება იქნება )
ირაკლი კერესელიძე, გიორგი კორძაძე
,,GEO NEWS”




