• December

    14

    2025
  • 504
  • 0
ექსკლუზივი : სამკვიდრო ქონების დავა, გაყალბებული ქორწინების მოწმობა და კითხვები გენერალური პროკურატურის მიმართ !

ექსკლუზივი : სამკვიდრო ქონების დავა, გაყალბებული ქორწინების მოწმობა და კითხვები გენერალური პროკურატურის მიმართ !

,,GEO NEWS”-ის საგამოძიებო ჟურნალისტიკის ჯგუფი შემაშფოთებელ საქმეს იძიებს, რომელიც სამკვიდრო ქონების თაღლითურად მითვისებას, სავარაუდოდ ყალბი დოკუმენტების გამოყენებას და, რაც ყველაზე მთავარია, ამ პროცესში სამართალდამცავი სისტემის მაღალი რანგის წარმომადგენლების საეჭვო როლს უკავშირდება.

საქმე ეხება ჩვენი მედიის იურისტს, ირაკლი კერესელიძეს, რომელიც ასაბუთებს, რომ მამის, გივი კერესელიძის გარდაცვალების შემდეგ, დედინაცვალმა, ნატო კერესელიძემ, ქონება თაღლითური სქემით მიითვისა, პროკურატურა კი, ფაქტობრივად, დანაშაულის ლეგიტიმაციას ცდილობს.

თაღლითობის ქრონოლოგია :

განქორწინებიდან მემკვიდრეობამდე !

სკანდალური ისტორია 2011 წელს იწყება, გივი კერესელიძის გარდაცვალების შემდეგ.

ცენტრალური ფიგურები და დეტალები – გივი კერესელიძე და ნატო კერესელიძე !

წყვილი ოფიციალურად დაქორწინდა 1968 წელს, მაგრამ მათი ქორწინება 1975 წლის 13 თებერვალს სასამართლოს გზით – განქორწინებით დასრულდა. ისინი 2011 წლამდე, 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განქორწინებაში იმყოფებოდნენ.

ირაკლი კერესელიძე : გივი კერესელიძის პირველი რიგის პირდაპირი კანონიერი მემკვიდრე – შვილი.

საეჭვო დოკუმენტი : 1997 წელს, ნატო კერესელიძემ ისნის მატჩის ბიუროში ( სადაც თავად მუშაობდა ) ხელახლა აღადგინა 1968 წლის ბათილი ქორწინების მოწმობა.

დანაშაულის სქემა :

2011 წელს, გივი კერესელიძის გარდაცვალების შემდეგ, ნატო კერესელიძე საგარეჯოში, ნოტარიუს მაია ილაურთან მიდის. იგი იყენებს 1997 წელს ხელახლა აღდგენილ, მაგრამ ფაქტობრივად ბათილ 1968 წლის ქორწინების მოწმობას.

ბრალდება :

ნოტარიუსმა მაია ილაურმა, სავარაუდოდ, პირადი დაინტერესების გამო, არ შეამოწმა, არც გივი კერესელიძესთან განქორწინების ფაქტი და არც პირველი რიგის მემკვიდრის ( ირაკლი კერესელიძის ) არსებობა. ნოტარიუსმა 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში განქორწინებაში მყოფი ნატო კერესელიძე კანონიერ მემკვიდრედ აღიარა და სამკვიდრო გაუხსნა. ამ ქმედების შედეგად, ნატო კერესელიძემ მიისაკუთრა გივი კერესელიძის მიწის ნაკვეთი სოფელ ხაშმში, ხოლო კანონიერი მემკვიდრე, ირაკლი კერესელიძე, კუთვნილი სავალდებულო წილის გარეშე დარჩა.

ირაკლი კერესელიძე და იურისტები ( არა მხოლოდ ისინი ) დარწმუნებულნი არიან, რომ საქმე გვაქვს კლასიკურ თაღლითობასთან, რომელიც გაყალბებულ დოკუმენტაციასა და ნოტარიუსის სავარაუდო გულგრილობაზე /თანამონაწილეობაზეა დაფუძნებული.

პროკურატურის გზა : დაზარალებულად ცნობიდან საქმის შეწყვეტამდე !

ირაკლი კერესელიძის მეუღლისა და წარმომადგენლის, ჩვენი მედიის დამფუძნებლის, ქეთი ხომერიკის, აქტიური მოწადინებითა და ჩართულობით, 2019 წელს, საგარეჯოს რაიონულ სამმართველოში ნატო კერესელიძის მიმართ სისხლისსამართლის საქმე აღიძრა.

საქმის განვითარება :

დასაწყისი : საქმე აღიძრა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის გამოყენების ფაქტზე.

2025 წლის სექტემბერი : პროკურორის დადგენილებით, ირაკლი კერესელიძე დაზარალებულად იქნა ცნობილი.

გადაკვალიფიცირება : საქმე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილზე ( თაღლითობა ) .

ყადაღის მოთხოვნა : პროკურატურამ მიმართა სასამართლოს თაღლითურად მითვისებული მიწის ნაკვეთის დაყადაღების თაობაზე, თუმცა ეს მოთხოვნა, არც სიღნაღის რაიონულმა და არც სააპელაციო სასამართლომ რატომღაც არ დააკმაყოფილა.

გენერალური პროკურორი და მოულოდნელი გადაწყვეტილება !

სასამართლო უარის შემდეგ, ქეთი ხომერიკმა პირადად მიმართა ( მიმართვა ჩვენს პლატფორმაზეა გამოქვეყნებული, არაერთი განცხადება კი გენერალურშია შეტანილი ) საქართველოს გენერალურ პროკურორს, ბატონ გიორგი გვარაკიძეს, საქმეში არსებული სირთულეების შესახებ. შედეგად, გაიმართა დაზარალებული მხარის შეხვედრა სიღნაღის რაიონის პროკურორთან, ბატონ გიორგი კაკულიასთან და მის მოადგილესთან.

თუმცა, ამ შეხვედრაზე დაზარალებულმა მხარემ პირველად გაიგო შოკისმომგვრელი გეგმის შესახებ : სისხლის სამართლის საქმის წარმოების შეწყვეტა.

პროკურატურის აბსურდული დასაბუთება :

1. რადგან ნატო კერესელიძე, მათი მტკიცებით ( როგორც ჩანს, მათ ასე სურთ ) , გივი კერესელიძის მეუღლე იყო მისი გარდაცვალების მომენტში, მას ჰქონდა სამკვიდროს გახსნის უფლება.

2. ირაკლი კერესელიძე კი, თურმე, იმიტომ არ დაზარალებულა, რომ სამკვიდროს გამხსნელი ნოტარიუსის მიერ ფორმალურად არ ყოფილა მემკვიდრედ აღიარებული.

ამ აბსურდული დასაბუთებით, პროკურატურამ შეწყვიტა საქმის წარმოება. მაშინ საინტერესოა – ჩნდება ლეგიტიმური კითხვა – საერთოდ რატომ სცნეს ირაკლი კერესელიძე დაზარალებულად თუ არ დაზარალებულა და ვინ ჩაერია უხეშად მას შემდეგ, რაც პირი დაზარალებულად იქნა ცნობილი ? არადა, ირაკლი კერესელიძე საქმის მასალებიდან გამომდინარე იქნა ცნობილი დაზარალებულად და იმ მომენტში დანაშაულის ნიშნებს ჩვენი პროკურორები ხედავდნენ ! მეტიც, ცდილობდნენ დამზარალებელი, ანუ პოტენციური ბრალდებულის მორიგებაზე დათანხმებას, თუმცა უშედეგოდ – ნატო კერესელიძემ მორიგებაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც საქმე შეწყდა ! არადა, დაზარალებული მორიგების ყველა პირობას დათანხმდა….

ამჟამად, ირაკლი კერესელიძეს საქმის შეწყვეტის დადგენილება ზემდგომ პროკურორთან აქვს გასაჩივრებული. თუმცა, სიმართლისა და კანონიერების მოლოდინი ნაკლებია, რადგან ზემდგომი პროკურორი სწორედ სიღნაღის რაიონული პროკურორი, ბატონი გიორგი კაკულია გახლავთ.

საეჭვო როლი : კითხვები პროკურატურის ლიდერებს !

,,GEO NEWS”-ის განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს გენერალური პროკურორის, გიორგი გვარაკიძის, როლი ამ საქმის წარმოებაში.

აღსანიშნავია ფაქტორი : მას შემდეგ, რაც ქეთი ხომერიკმა პირადად მიმართა გენერალურ პროკურორს დახმარების თხოვნით, საქმე დაპირებული ობიექტური გამოძიების ნაცვლად, შეწყდა. ისმის კითხვა – რატომ ? ცინიზმი სახეზეა !

,,GEO NEWS”-ის საგამოძიებო ჯგუფი იწყებს დეტალურ მოკვლევას :

გენერალური პროკურორი გიორგი გვარაკიძე : შევისწავლით მის ბიოგრაფიულ წინსვლას, განსაკუთრებით, აჭარაში და ბათუმში მოღვაწეობის ჩათვლით, რათა დავადგინოთ, ხომ არ არსებობს ინტერესთა კონფლიქტის, ან არაფორმალური გავლენის ნიშნები, რამაც გამოიწვია დაზარალებულის ცნობიდან საქმის შეწყვეტამდე მისვლა.

სიღნაღის რაიონული პროკურორი გიორგი კაკულია : მისი პიროვნება და მიღებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთება ასევე სათანადო ყურადღების ქვეშ მოექცევა. იგი 14 წელია რაც პროკურორია, ერთ დროს ბოლნისში მუშაობდა, როგორც გვაუწყებენ….

დასკვნა :

ირაკლი კერესელიძის საქმე, სადაც პირველი რიგის მემკვიდრე თაღლითობის მსხვერპლად არის მიჩნეული ( რაც პროკურატურამ დაადასტურა კიდეც დაზარალებულად ცნობით ) , მოულოდნელად საქმის შეწყვეტით დასრულდა.

ეს გადაწყვეტილება, რომელიც ფაქტობრივად თაღლითურ სქემას დაუსჯელს ტოვებს, სერიოზულ კითხვებს აჩენს ქართული მართლმსაჯულების მიუკერძოებლობისა და უზენაესობის შესახებ.

,,GEO NEWS” მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას, დაუყოვნებლივ განაახლოს საქმის წარმოება და უზრუნველყოს კანონიერი მემკვიდრის, ირაკლი კერესელიძის, უფლებების აღდგენა.

,,GEO NEWS” ჟურნალისტურ გამოძიებას განაგრძობს. თვალყური ადევნეთ ჩვენს შემდგომ პუბლიკაციებს.

P.S. იხილეთ წინარე სტატიები, ყველა მასალა გამოქვეყნებულია ჩვენს პლატფორმაზე : https://geonews.org.ge/geo-news-%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%a4%e1%83%a3%e1%83%ab%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%91%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a5%e1%83%94%e1%83%97%e1%83%98-%e1%83%ae%e1%83%9d-2/

https://geonews.org.ge/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98%e1%83%9d%e1%83%9c%e1%83%a3%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0/

https://geonews.org.ge/geo-news-%e1%83%9b%e1%83%90-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%9e%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%99%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%a2%e1%83%a3%e1%83%a0/

https://geonews.org.ge/%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%93%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%9b%e1%83%90/

https://geonews.org.ge/%e1%83%94%e1%83%a5%e1%83%a1%e1%83%99%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%96%e1%83%98%e1%83%95%e1%83%98-%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a6%e1%83%9c%e1%83%90%e1%83%a6%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%98/

https://geonews.org.ge/%e1%83%9c%e1%83%9d%e1%83%a2%e1%83%90%e1%83%a0%e1%83%98%e1%83%a3%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%a5%e1%83%9b%e1%83%94-%e1%83%a0%e1%83%9d%e1%83%92%e1%83%9d%e1%83%a0-%e1%83%92/

https://geonews.org.ge/30721-2/

https://geonews.org.ge/tbc-%e1%83%91%e1%83%90%e1%83%9c%e1%83%99%e1%83%98%e1%83%a1-%e1%83%92%e1%83%94%e1%83%9c%e1%83%94%e1%83%a0%e1%83%90%e1%83%9a%e1%83%a3%e1%83%a0%e1%83%98-%e1%83%93%e1%83%98%e1%83%a0%e1%83%94%e1%83%a5/

P.S. წარმოგიდგენთ გაყალბებულ ქორწინების მოწმობას, რომელიც სამწუხაროდ, პროკურატურას ილუზიას უქმნის, რომ 1968 წლის ქორწინება 1997 წელს ხელახლა შედგა, რაც რეალობას არ შეესაბამება – ქორწინების მოწმობის აღდგენა მოხდა, ანუ საბუთი გაყალბდა უშუალოდ ნატო კერესელიძის მიერ 1997 წელს ისნის რაიონში, საკუთარ სამსახურში – ე.წ. საპასპორტო ოთახში. აგრეთვე, წარმოგიდგენთ რეალურ დოკუმენტს – 1975 წლის 13 თებერვლის განქორწინების მოწმობას, რითაც ერთხელ და სამუდამოდ დასრულდა ნატო კერესელიძის ქორწინება გივი კერესელიძესთან და შემდგომში აღარ განმეორებულა და თუ კვლავ პროკურატურას აღნიშნული რეალობის დანახვა გაუჭირდება, დარწმუნებული ვართ, სასამართლო დაეხმარება ჭეშმარიტების დანახვაში. 

დაბოლოს, ლოგიკური და მარტივი კითხვა ღრმად პატივცემულ პროკურორებს – თუკი, ნატო კერესელიძე, იყო და არა იყო რა, გივი კერესელიძის ცოლი და არა იყო რა, 1975 წლიდან, მაშინ 2011 წელს თაღლითი ნატო კერესელიძის მიერ გივი კერესელიძის სამკვიდრო ქონების გახსნა რა ლოგიკით არ წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს ? ვიმედოვნებთ, ჩვენი დახმარების შემდგომ მაინც, სხვადასხვა რჯულის გარეწრების – ქუცნაშვილებისა და ,,ქიზიყელი ბანკირის ” ნოდარ ჯავახიშვილის ( TBC ბანკის დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის ძველი მეგობრის ) ერთი ადგილის ქეიფზე აღარ გაივლით და სახელმწიფოს მსახურებას პრიორიტეტად გაიხდით და იმ ხალხზე იზრუნებთ ვისი გადახდილი გადასახადებითაც იკვებებით ! ეს არის სახიფათო საქმე, რომელშიც ბევრი ცდუნება ჩნდება და ამ ცდუნებებზე აყოლამ შესაძლოა, გამოცდილი და სტაჟიანი პროკურორებიც კი გადაიყოლოს, ასე რომ, მეტი სიფრთხილე, ბატონებო ! 

( გაგრძელება იქნება )

გიორგი კორძაძე

,,GEO NEWS”

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor