• October

    26

    2024
  • 77
  • 0
ექსკლუზივი – სამცხე-ჯავახეთმა მერაბიშვილის პათოლოგების კლანს საბოლოოდ უარი უთხრა, ,,ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს

ექსკლუზივი – სამცხე-ჯავახეთმა მერაბიშვილის პათოლოგების კლანს საბოლოოდ უარი უთხრა, ,,ქართული ოცნება” დამაჯერებლად იმარჯვებს

ჩვენი კონფიდენციალური ძალოვანი წყაროს ოპერატიულად მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, სამცხე-ჯავახეთში ,,ქართულმა ოცნებამ” 60 %-იანი ლიდერობით გაიმარჯვა.

ამ მნიშვნელოვან გამარჯვებაში თავისი წვლილი შეიტანა მათ შორის ჩვენმა სტატიებმა ახალციხის ძალოვან უწყებებში ჩაბუდებული ,,ნაცხროვის” გადმონაშთების მხილების თაობაზე – ვინაიდან ,,GEO NEWS” ამით დაეხმარა ძალოვანი ორგანოების შიდა კონტროლის სამსახურებს საკუთარ რიგებში მეტი ყურადღებით გამოევლინათ არაკეთილსინდისიერი თანამშრომლები, რომელთა ინტერესი არა სახელმწიფოს მსახურება, არამედ საქმიანობის საბოტირება იყო. ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ ისეთი მნიშვნელოვანი ძალოვანი სტრუქტურები, რომლებიც სახელმწიფოს უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ უყურადღებოდ უდგებოდნენ მათ რიგებში ,,ნაცხროვის” აგენტების ოპერირებას.

დიდი და მნიშვნელოვანი როლი კი, ამ გამარჯვებაში ,,ქართული ოცნების” ადგილობრივმა დეპუტატმა, ანტონ ობოლაშვილმა და მერმა, ირაკლი ლაზარიშვილმა შეიტანეს, რაც ერთობლივი და გადამწყვეტი ბრძოლის საარჩევნო ეტაპზე ტრიუმფალური გამარჯვებით დამთავრდა.

არსებითად, ჩვენთვის მნიშვნელოვანია იმის დანახვა, რომ ეს გადამწყვეტი არჩევნები ჩვენი სამშობლოს სუვერენიტეტისათვის ამ რთულ და კომპლექსურ გარემოში სწორედაც, რომ იმ გუნდის გამარჯვებით დასრულდა, რომელიც საქართველოს მშვიდობიან ხვალინდელ დღეზე დღენიადაგ ზრუნავს.

ამ რეგიონში გამარჯვება მით უფრო მნიშვნელოვანია, რომ სამცხე-ჯავახეთში ,,ნაცხროვის” ერთ-ერთი ოდიოზური ლიდერის ვანო მერაბიშვილის ბევრი ,,კუდი”და ,,ნასედკა” დღემდე სახელმწიფო სამსახურებშია გამაგრებული, რასაც ჩვენი არაერთი სტატია მიეძღვნა : ,,სამცხე-ჯავახეთშის ძალოვან უწყებებში ,,ჩანერგილები” წინასაარჩევნოდ არეულობისთვის ნიადაგს ამზადებენ” ? ,, სამცხე-ჯავახეთის ,,სუს”-ში კვლავ მერაბიშვილის კადრებია ჩაბუდებული, რომლებსაც ჩუმჩუმად ახალი, ღირსეული თანამშრომლები ,,ვანოს ბანდას” ეძახიან” ? ,,GEO NEWS”-ის სტატიას მნიშვნელოვანი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვა შსს-ს, როგორც საპატრულოს მონიტორინგის, ასევე გენერალური ინსპექციის მხრიდან”…

დღევანდელი შედეგების გათვალისწინებით სამცხე-ჯავახეთმა საბოლოოდ უთხრა უარი დესტრუქციას და ორი გვამის მსურველი მერაბიშვილის კლანურ პათოლოგიურ ვნებებს. 

ქეთი ხომერიკი 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor