• November

    24

    2025
  • 112
  • 0
ექსკლუზივი : საქართველო და უკრაინა – ვინ დგას უფრო ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ?

ექსკლუზივი : საქართველო და უკრაინა – ვინ დგას უფრო ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ?

შესავალი ,,GEO NEWS”-ის რედაქციისგან !

ეს მასალა ექსკლუზიურად ,,GEО NEWS”-თვის მოამზადა ახალგაზრდა ჟურნალისტმა, ქემრან მამადოვმა – 1997 წელს მარნეულში დაბადებულმა, თბილისში აზერბაიჯანულ სკოლაში განათლებამიღებულმა პროფესიონალმა, რომელმაც 2020 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. იგი არის სამხრეთ კავკასიასა და აღმოსავლეთ ევროპაში აზერბაიჯანელი ჟურნალისტების კომიტეტის დამფუძნებელი და ხელმძღვანელი, ორგანიზაციის, რომელიც აქტიურად მუშაობს რეგიონში ჟურნალისტური სტანდარტების გაძლიერებასა და ახალგაზრდა რეპორტიორების წახალისებაზე.

,,GEО NEWS” მუდმივად მხარს უჭერს ახალგაზრდა და დამწყებ ჟურნალისტებს, რადგან გვწამს, რომ საზოგადოების სიჯანსაღესა და პროფესიის განვითარებას მხოლოდ ახალი ენერგია, ახალი ხედვები და ახალი სისხლი უზრუნველყოფს. ქემრან მამადოვის წერილი წარმოადგენს სწორედ ასეთი ახალი თაობის მკვეთრ, ანალიზზე დაფუძნებულ ხმას.

საქართველო და უკრაინა – ვინ დგას უფრო ახლოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე ?

ნოემბრის დასაწყისში ევროკომისიამ გამოაქვეყნა ყოვლისმომცველი წლიური ანგარიში, რომელშიც შეფასებულია კანდიდატი ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანებისთვის მზადების პროგრესი. ჩამონათვალში 10 ქვეყანასთან ერთად მოხვდნენ საქართველოც და უკრაინაც, მაგრამ დასკვნები ამ ორ ქვეყანას შორის მკვეთრად საპირისპიროა.

ევროკომისიამ უკრაინას მრავალი პოზიტიური შეფასება მისცა, მაშინ როცა საქართველოს მიმართ კვლავ გაჟღერდა კრიტიკა – „დემოკრატიული სტანდარტებისგან უკანდახევის” შესახებ.

ეს შეფასებები, არა მხოლოდ დისონანსშია ფაქტობრივ ვითარებასთან, არამედ აშკარად ასახავს ბრიუსელის მხრიდან პოლიტიზებულ მიდგომას, რაც გაუგებარ რეაქციას იწვევს, როგორც თბილისში, ისე ექსპერტულ წრეებში.

საქართველოს ხელისუფლების პასუხი :

ანგარიშის გამოქვეყნების წინარე პერიოდში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ეჭვი გამოთქვა, რომ ბრიუსელის შეფასება შესაძლოა, „ობიექტური არ ყოფილიყო“.

პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა კი, მნიშვნელოვნად უფრო მკაცრად დაიცვა პოზიცია და  „ანტიდემოკრატიულ” მიდგომად შეაფასა, რომელიც ემყარება იმ ფაქტს, რომ ევროკავშირი ხშირად თავად გადადის იმ სტანდარტებს, რომელთა დაცვასაც კანდიდატ ქვეყნებისგან ითხოვს.

უკრაინის მაღალი შეფასებების პარადოქსი :

უკრაინაში დღეს მძვინვარებს მძიმე პოლიტიკური კრიზისი, რომელსაც საფუძვლად უდევს უპრეცედენტო კორუფციული სკანდალი – „მინდიჩ-გეითი“. სკანდალი მოიცავს პრეზიდენტ ზელენსკის უახლოეს თანაშემწეებსა და სახელმწიფო უწყებების მაღალჩინოსნებს.

„ენერგოატომის“ საქმეში მხოლოდ პირდაპირი ფინანსური ზარალი 100 მილიონ აშშ დოლარს აღემატება, ხოლო საზოგადოებაში გაღრმავდა კითხვები იმ ფონზე, როდესაც ქვეყანა განიცდის მასშტაბურ ენერგეტიკულ კოლაფსს რუსული აგრესიის გამო.

გარდა ამისა, უკრაინის მთავრობა აქტიურად დევნის პრეზიდენტის ოპონენტებს, ტენდენცია, რომელიც ბუნებრივად იწვევს კითხვებს პოლიტიკური პლურალიზმის რეალურ მდგომარეობაზე.

დამაინც, ევროკომისიამ ამ ყველაფერში სასურველი პროგრესი დაინახა და უკრაინას უმაღლესი შეფასებები მისცა.

საქართველოს კრიტიკის აბსურდულობა :

საქართველოს მიმართ კრიტიკა თითქოს განკუთვნილია იმ ქვეყნებისთვის, სადაც :
-ეკონომიკური მაჩვენებლები უარესდება,
-ინსტიტუციური კრიზისი მძვინვარებს,
-პოლიტიკური დაძაბულობა ყოველდღიურად მწვავდება.

თუმცა, საქართველო დღეს სრულიად საპირისპირო სურათს წარმოადგენს : ქვეყნაში არსებობს სტაბილური პოლიტიკური გარემო, რომელიც ეკონომიკურ ზრდას, საინვესტიციო ნდობას და სტაბილურ განვითარების პოლიტიკას უწყობს ხელს.

ბრიტანელი დიპლომატის, იან პრაუდის თქმით, საქართველოს ხელისუფლება თავს არიდებს გარე ჩარევით ნავიგირებულ, სანქციებზე ან კონფლიქტებზე ორიენტირებულ ნაბიჯებს, რომლებიც ქვეყანას კატასტროფისკენ უბიძგებდა. ამის ნაცვლად, მთავრობა ფოკუსირებულია ეკონომიკის გაძლიერებასა და მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლებაზე.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკური ზრდა 9.4 %-ს შეადგენდა, ხოლო საშუალოვადიანი პროგნოზი 5 %-იან სტაბილურ ზრდას ასახავს -ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელი რეგიონში.

ევროკავშირის ზეწოლა – რას ემსახურება ?

საქართველოზე გაკეთებულმა უსამართლო კრიტიკამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ბრიუსელი ხშირად ცდილობს დასაჯოს ის ქვეყნები, რომლებიც არ იზიარებენ მისთვის სასურველ საგარეოპოლიტიკურ ხაზს.

საქართველოს ხელისუფლება რუსეთის მიმართ კონფლიქტში ჩართვის მცდელობას შეწინააღმდეგა – ეს იყო პრაგმატული და სახელმწიფოს ინტერესებზე ორიენტირებული გადაწყვეტილება, მაშინ როცა რიგი ევროპული ქვეყნები თბილისს აქტიურად უბიძგებდნენ საბრძოლო რიტორიკისა და კონფრონტაციული პოლიტიკისკენ.

ევროკავშირის ვირუსული კრიტიკა სწორედ ამ დამოუკიდებელი კურსის გამო გახდა განსაკუთრებით მკვეთრი.

დასკვნა :

საქართველომ მკაფიოდ უნდა შეინარჩუნოს დამოუკიდებელი, პრაგმატული და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე განსაზღვრული საგარეო პოლიტიკა.

ევროკავშირის კეთილგანწყობის შესაძენად მიღებული იმპულსური ნაბიჯები შესაძლოა, მომავალში გაცილებით მძიმე შედეგებად გადაიქცეს. საქართველოს ისტორია არაერთხელ გვასწავლის, რომ არასწორად შერჩეულმა გარე კურსმა ქვეყანას მძიმე დანაკარგები მოუტანა.

დღეს ქვეყნის მთავრობა ახორციელებს სტაბილურ, გათვლად და პასუხისმგებლიან პოლიტიკურ ხაზს, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირის მხრიდან ხშირად აქვს საქმე უპრეცენდენტო და არასამართლიან ზეწოლასთან.

ამ ფონზე, საქართველოს წარმატება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ იგი არ წყვეტს პროგრესს, არ უშინდება კრიტიკას და არჩევანს აკეთებს საკუთარი მოქალაქეების ინტერესებზე, არა – გარე ძალების კარნახზე !

ქემრან მამადოვი

,,GEO NEWS” მომავალში კვლავაც წარმოგიდგენთ ახალგაზრდა თაობის გამორჩეულ პროფესიონალებსა და მათ საინტერესო ჟურნალისტურ პროდუქტს.

,,GEO NEWS”

 

LEAVE A COMMENT

Your comment will be published within 24 hours.

COST CALCULATOR

Use our form to estimate the initial cost of renovation or installation.

REQUEST A QUOTE
Latest Posts
Most Viewed
Text Widget

Here is a text widget settings ipsum lore tora dolor sit amet velum. Maecenas est velum, gravida Vehicula Dolor